პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხზე არაერთი შეკითხვა და თხოვნა მოდის ჩვენი ერთგული მკითხველებისგან.
ამიტომ დღესაც ისევ და ისევ ამ აქტიური თემის გარშემო ვტრიალებთ და ამჯერად იმ ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბრებთ, ვისაც ადვილია თავი შეაყვაროთ. აქვე, იმასაც გავიგებთ, ვისთან დაგჭირდებათ ხანგრძლივი მცდელობა საიმისოდ, რომ "გულის სიმები" შეურხიოთ ამ უკანასკნელს.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს ადამიანის ტემპერამენტსა და მიდრეკილებას სიყვარულში. შესაბამისად, არსებობენ ბუნებით ცნობისმოყვარე და სპონტანური ინდივიდები, თუმცა მათ პარალელურად "მძიმე არტილერიებსაც" ვხვდებით და საიმისოდ, რომ ამგვარი ადამიანის გული მოიგოთ, რაღა თქმა უნდა, ბევრი ჯაფაა საჭირო.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მარტივები სიყვარულში ჰაერის ნიშნები არიან. ისინი იოლად აღიქვამენ მორიგი რომანის წამოწყებას. ამიტომ ტყუპთან, სასწორთან და მერწყულთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყება ნაკლებად გაგიჭირდებათ. მთავარია, მაქსიმალურად კომუნიკაბელური და მეგობრული იყოთ, ასევე, ენაც გიჭრიდეთ კარგად.
თუკი ყველაფერ ამასთან ერთად არც ინტელექტის სიმწირეს უჩივით, ჩათვალეთ, რომ ჰაერის ნიშნით დაბადებული ადამიანის გული უკვე მოინადირეთ. თუმცა, რამდენად ხანგრძლივად გაგრძელდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა, ეს უკვე კონკრეტული ისტორიის თემაა. თუმცა გახსოვდეთ, "ჰაერები" არცთუ მაინცდამაინც სტაბილურები არიან რომანტიკულ კავშირებში.
მარტივად და სპონტანურად უყვარდებათ ხოლმე ასევე ცეცხლის ნიშნებს. ლომები, ვერძები და მშვილდოსნები მხურვალე საყვარლები და რომანტიკული პარტნიორები არიან. თუმცა მათთვის აუცილებელია "დევნის" მომენტი და ექსტრიმი ურთიერთობაში. შესაბამისად, თუკი მათ ინტერესს გაღვივების შემდეგაც არ უზრუნველყოფთ პერიოდული "დოპინგით", რომელშიც სხვათა შორის, კონფლიქტები და მსუბუქი ეჭვიანობაც შედის, სავსებით შესაძებელია, რომ თქვენმა ცეცხლოვანმა პარტნიორმა ვინმე გაცილებით უფრო აზარტული მეორე ნახევრისკენ დაიწყოს თვალების ცეცება. მოკლედ, მოპოვებულ "ცეცხლს" შენარჩუნება უნდა. გაგრძელება