თუ წონაში დაკლება გაქვთ გადაწყვეტილი, ზოგიერთ პროდუქტზე უარის თქმა მოგიწევთ. როგორც წესი, ეს არის ყველაზე საყვარელი, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე საშიში პროდუქტები ორგანიზმისთვის.
ტკბილეული
იგი პირველ ადგილზე დგას, რადგან უამრავ კალორიას შეიცავს. სწრაფი ნახშირწყლების საბადოა. შაქრის დიდი რაოდენობა ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას იწვევს. გახსოვდეთ, რომ გაზიანი სასმელებიც შეიცავს შაქარს. ამიტომ გარკვეული დროის განმავლობაში მათზეც უარის თქმა მოგიწევთ.
ფქვილოვანი ნაწარმი
მეორე ადგილს, პურ-ფუნთუშეულით დაწყებული, ტორტებით დამთავრებული ფქვილოვანი ნაწარმი იკავებს. სწორედ მათ გამო იმატებს ადამიანი წონაში. რაციონიდან გამორიცხეთ მაკარონი და ხორბალი. წიწიბურა, ბრინჯი მიირთვით შემცირებული რაოდენობით და იშვიათად. ამასთანავე, თუ მათ ჭამას ვახშამზე აპირებთ, დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მიირთვათ.
კარტოფილი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური დიეტა, როცა განტვირთვის დღეებში მხოლოდ კარტოფილი იჭმევა, წონის დაკლების მსურველებმა ეს ბოსტნეული უნდა დაივიწყონ. იგი საკმაოდ კალორიული პროდუქტია, მდიდარია ნახშირწყლებით. თუ მასზე სრულიად უარის თქმა გიჭირთ, გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი მიირთვით იშვიათად და შემცირებული რაოდენობით.
მავნე წახემსება
ე.წ. სნეკი წონის დაკლების მსურველმა არც კი უნდა გაიხსენოს. ამ მავნე პროდუქტებში უამრავი კალორია და ქიმიური დანამატია.
მაიონეზი
უბრალო სალათაც კი შეიძლება მავნე პროდუქტად გადაიქცეს, თუ იგი მაიონეზითაა შეზავებული. 100 გრამი პროდუქტი 620 კალორიას შეიცავს. უმჯობესია, ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, მაწვნით ან დაბალცხიმიანი არაჟნით შეაზავოთ. რაციონიდან ასევე უნდა ამოიღოთ სოუსები, ცხიმისა და მადის მოსამატებელი ნივთიერებების მეტს ისინი არაფერს შეიცავს.
შემწვარი პროდუქტები და კერძები
ისინი არ შეიცავს ჯანსაღ ნივთიერებებს, მხოლოდ კალორიებსა და ცხიმს. თუ მოხარშული პროდუქტების ჭამა არ შეგიძლიათ, შეწვის ნაცვლად პროდუქტები ღუმელში გამოაცხვეთ, ორთქლზე მოამზადეთ.
ნახევარფაბრიკატები
მათი მავნებლობის შესახებ ყველა ინფორმირებულია, მაგრამ მაინც ყველა ჭამს. მერე კი უკვირთ, რატომ მოიმატეს წონაში?.. დაივიწყეთ სიმინდის ბურბუშელა, ფასტ ფუდი, რომელიც არომატიზატორების, სახამებლის, საღებავებისა და ცხიმების მეტს არაფერს შეიცავს. აგრეთვე, სწრაფად მოსამზადებელი კერძები.
ბეკონი
ჭარბი ნატრიუმის წყალობით ჰიპერტონია ვითარდება. როდისმე დაინტერესებულხართ, რატომაა ბეკონი ასეთი გემრიელი? იგი მდიდარია ცხიმებით, კონსერვანტებით, გემოს გამაძლიერებლებით. სიკეთე ორგანიზმისთვის კი არ მოაქვს, იწვევს უამრავ დაავადებას, თავის ტკივილით დაწყებული, კიბოთი დამთავრებული.
ალკოჰოლი
ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლი კალორიებს არ შეიცავს, მაგრამ დიეტის დროს არც ერთი დიეტოლოგი არ დაგრთავთ მისი სმის ნებას. ალკოჰოლი შეიცავს კალორიებს. გარდა ამისა, მას ორგანიზმი ისე აღიქვამს, როგორც ტოქსინს და მისგან მომენტალურ გათავისუფლებას იწყებს. შედეგად, ღვიძლი, რომელიც ტოქსინის განდევნას ებრძვის, ორგანიზმში ცხიმის დაგროვება უწყობს ხელს. თუ სმაზე უარის თქმა გიჭირთ, ალკოჰოლს მხოლოდ დიეტის დროს ნუ დალევთ.
”დიეტური” და ”უცხიმო” პროდუქტები
ისინი საერთოდ არ არის ჯანსაღი პროდუქტები. დამუშავებულია შაქრით ან მისი ხელოვნური შემცვლელით.
ძეხვეული
თუ გგონიათ, რომ იგი ხორცს შეგიცვლით, ცდებით. სამწუხაროდ, ისინი მდიდარია მარილით, სანალებლებითა და ცხიმით. 100 გრამი ძეხვი/სოსისი მოხარშულ ხორცზე ორჯერ კალორიულია.
წვენები
ახალგამოწურული წვენისთვის 2-3 ფორთოხალი დაგჭირდებათ. თქვენ მხოლოდ წვენს მიირთმევთ, მხოლოდ კალორიებს და არა ბუნებრივ უჯრედისს, რომელსაც ეს ხილი შეიცავს. გარდა ამისა, კალორიები სისხლში შაქრის მომატებას იწვევს. არასდროს ჩაანაცვლოთ ხილი წვენებით, განსაკუთრებით, მაღაზიაში ნაყიდით.
(Е621), ანუ ნატრიუმის გლუტამატი
ყიდვისას დააკვირდით პროდუქტის შემადგენლობას, იგი არ უნდა შეიცავდეს (Е621). ეს საშიში ნივთიერება იწვევს მადის მომატებას, შედეგად ადამიანი იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე სურდა. წონის მომატების გარდა, იგი სხვადასხვა დაავადების გამომწვევიცაა. მას ძირითადად ნახევარფაბრიკატები შეიცავს. აგრეთვე, საკონდიტრო ნაწარმი.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ჭამაც დიეტის დროს გეკრძალებათ. მეტი თვალსაჩინოებისთვის ისინი შეგიძლიათ
ამოიწეროთ და თვალსაჩინო ადგილზე გაიკრათ:
შემწვარი საკვები
სწრაფად მოსამზადებელი პროდუქტები
შაქარი
მურაბა
მარილიანი ან მოხალული თხილი და თესლები
კანფეტები
საღეჭი რეზინები
პუდინგი
ვაჟინი
ტკბილი ფუნთუშები
თეთრი ფქვილის პური და მაკარონი
ყველა ნაწარმი, რომელიც თეთრი ფქვილითაა მომზადებული'
ტკბილი, გაზიანი სასმელები
დაკონსერვებული ხილი, შაქრის დამატებით
ალკოჰოლი (ამცირებს მეტაბოლიზმს 73 პროცენტით)
კარტოფილის ჩიფსი
პოპკორნი
ორცხობილა
ნაყინი
ტორტი
ღვეზელები
ყველა ხელოვნური დამატკბობელი
ბოთლის ჩაი
ვხვდებით, რომ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ ცოტათი განაწყენდით. მათი ჭამა-არჭამა თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და ვცდილობთ, ზედმეტი წონის მოკლებაში დაგეხმაროთ.