თუ ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ, გაგიმართლათ, უფრო სწორად, მომავალ წელს გაგიმართლებთ.
2016 არაჩვეულებრივი წელი იქნება თქვენთვის. ზაფხულის ბოლოს, 16 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანს გაივლის. თქვენ რაღაც გრანდიოზული გელოდებათ.
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა და მომავალ წელს იგი მნიშვნელოვან სიახლეებს გპირდებათ. მართალია, წლის პირველ ნახევარში შრომა და რუტინა გელით, მაგრამ აგვისტოდან - ნამდვილი წარმატება ყველა სფეროში.
2016 წლის 25 სექტემბერი ლომების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იქნება.
ფინანსური თვალსაზრისით, ჯადოსნური წელი გელით. ამ წელს ლომების უმეტესობას დააწინაურებენ, შეიძლება საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
თქვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 2016 წლის 6 მაისი. თქვენ გელით ბედნიერება, რომელიც სამსახურთან არაა კავშირში. ეს შეიძლება შემოქმედებითი სფერო იყოს.
ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ მარტოხელა ხართ, ზოგჯერ უამრავი საოჯახო ვალდებულება დაგაწვებათ მხრებზე. გირჩევთ, ნაკლები იფიქროთ უსიამოვნებებზე და მეტი - ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაზე.
ზოგადად, 2016 პროფესიონალური გარღვევის წელი იქნება თქვენთვის.