ვერძი - ვერძებს ტყუილის თქმა არ ეხერხებათ. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვერძი თქვენზე შეყვარებულია, რადგან მას სურს, რომ საკუთარი გრძნობები დაგანახოთ.
თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი თქვენით დაინტერესებული არ არის, ყურადღებას არ მოგაქცევთ, თბილი სიტყვების მოსმენაზე საუბარიც ზედმეტია.
კურო
შეყვარებული კურო რჩეულს საჩუქრებით ანებივრებს და ხშირად სიურპრიზებსაც უკეთებს. თუ მამაკაცი კურო ყვავილებსა და ტკბილეულს აღარ გჩუქნით, გრძნობები გაუნელდა. მალევე შენიშნავთ, რომ თქვენთან შეხვედრისას აღარც თვალები უბრწყინავს.
ტყუპი
ტყუპებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ საყვარელი ქალი/კაცი მათთვის განსაკუთრებულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას თანდაყოლილი ინტელექტი აქვს, ამიტომ ადვილად პოულობს სასაუბრო თემას. თუ თქვენი პარტნიორი დიალოგის წამოწყებას აღარ ცდილობს, სიყვარული გაქრა. თუ ტყუპებს გამუდმებით მეგობრებისკენ მიუწევთ გული, დროა, დაშორებაზე ალაპარაკდეთ.
კირჩხიბი
სანამ კირჩხიბი სიამოვნებით გელაპარაკებათ, იცინის და რომანტიკულია, ყველაფერი კარგად არის. როგორც კი ეს კომპონენტები ქრება და კირჩხიბი ყველა წვრილმანზე ჩხუბს იწყებს, ურთიერთობაში კრიზისი იწყება. გაგრძელება