სამყარო ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება. ამიტომ ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით, უბრალოდ, გაუმართლათ ცხოვრებაში, ხშირად მარტივად ფლობენ უნარს, საკუთარი სურვილების სწორი "ვიზუალიზაცია" მოახდინონ მომავალზე.
ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, განაპირობებს იმას, თუ ვინ ვართ, სად ვართ, რანი ვართ და რას წამოვადგენთ. ამიტომ ჩვენს აზრებსა და სურვილებს დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს სამომავლო მოვლენების განვითარების მხრივ.
არსებობს ე.წ. პარადიგმა - "იყო, იმოქმედო, გქონდეს". ამ მარტივ ფრაზაში იმალება ჩვენი ცხოვრების უმთავრესი ქვაკუთხედი. მაინც რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად იქცეს?
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ის, რომ სამყაროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პარადიგმის პრინციპებს უკუღმა იგებს და იყენებს, ითხოვს რა - ჯერ ჰქონდეს, შემდგომ ამისა კი მოქმედებას აპირებს და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის შემდეგ ფიქრობს, რომ გახდება პიროვნება. უფრო მარტივად აგიხსნით: ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ თუკი ექნება ბევრი ფული, დრო, რესურსი, შეძლებს მთების გადადგმას, ბევრი სიკეთის კეთებას, ქვეყნის აშენებას და ა.შ. და ბოლოს გახდება ბედნიერი, შეყვარებული, მშვიდი, კეთილი, უბრალოდ, კარგი ადამიანი. ალბათ, გაგიგიათ გამოთქმა: "როცა ბევრი ფული გაქვს, ადვილია იყო გულუხვი და დიდსულოვანი". სინამდვილეში კი ყველაფერი საპირისპიროდაა. გაგრძელება