ადამიანებს გაცნობის პირველივე წუთიდან ექმნებათ ჩვენზე ესა თუ ის წარმოდგენა. ამიტომ დამეთანხმებით, ე.წ. პირველი შთაბეჭდილების ეფექტი დიდწილად მოქმედებს სამომავლო ურთიერთობის პერიპეტიებზე.
ჩვენ გვინდა გასწავლოთ ერთი-ორი "საფირმო" ილეთი, რომლის მეშვეობითაც უპირობოდ მოიგებთ ახალგაცნობილის გულს, თუკი, რა თქმა უნდა, მისი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია თქვენთვის.
ვერძს - თავდაჯერებულობა დაანახვეთ. თუმცა სითავხედეში არასოდეს გადახვიდეთ.
კუროს - სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანები ხიბლავს. დაანახვეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
ტყუპს - მოლაპარაკე ხალხი მოსწონს. ნაცნობობის წუთიდან გაუბით გულითადი მასლაათი სხვადასხვა თემაზე.
კირჩხიბს - ესაუბრეთ ოჯახზე. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ აფასებთ თქვენიანებს.
ლომს - შეუქეთ მჭევრმეტყველება, ლამაზი სვიტერი ან დაინტერესდით მის კაბინეტში გამოფენილი სერთიფიკატებით. მოკლედ, აღფრთოვანდით!
ქალწულს - მოწესრიგებულობა ხიბლავს. აჩვენეთ, რომ სიტყვის კაცი ხართ. საქმეს გულისყურით ეკიდებით და არასოდეს აგვიანებთ. გაგრძელება