ადამიანების უმეტესობა სხვადასხვაგვარად აღიქვამს სიყვარულს. ზოგს თუ პარტნიორული ურთიერთობა მარტივად გამოსდის და საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია უადვილდება, არის ისეთი ხალხიც, რომელიც სურვილისდა მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს მეორე ნახევრის პოვნას და ცხოვრების ნახევარზე მეტს (თუ მთელ ცხოვრებას არა!) მარტოობასა და პესიმისტურ დამოკიდებულებაში ატარებს.
ბევრ მათგანს ხშირად არც კი სჯერა უკვე სიყვარულის. დღეს გვინდა ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე რთული ინდივიდები წამოგიდგინოთ, ისინი, ვისთვისაც სიყვარული და პარტნიორული კავშირები ხშირად ხდება თავის ტკივილის და ხშირად გულის ტკივილის მიზეზიც...
ქალწული - ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანზე ყველაზე მეტი "შინაბერა" და "ბერბიჭა" იბადება. ყველაფრის მიზეზი კი ქალწულისთვის დამახასიათებელი დეტალიზაციის უნარია და თვისება, ყველაფერში ეძებოს იდეალი. ქალწულების დიდი ნაწილი მეწვრილმანე და ზედმეტად მოწესრიგებულია. სიყვარულიც, მათი აზრით, რაიმე ტიპის სისტემატიზაციას უნდა ექვემდებარებოდეს. ამიტომ ბევრი ქალწული ცდილობს, პირად ურთიერთობაში გეგმის მიხედვით გაწეროს ყველაფერი. ჰოდა, ზუსტად აქ იწყება პრობლემები. ქალწულს ასტროლოგები ურჩევენ, ცოტა უფრო ლოიალურად მოეკიდოს პარტნიორების შერჩევას. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იდეალური და უნაკლო ამ ქვეყანაზე არავინაა და ამაოდ არ უნდა შეეცადონ სიყვარულის ობიექტის გადაკეთებას.
მორიელი - ბუნებით უზომოდ ემოციური, ვნებიანი და საშინლად ეჭვიანია. ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბევრი მორიელის ცხოვრებაში სასიყვარულო კავშირები დრამას ემსგავსება და ხშირად გადაიზრდება ხოლმე პარტნიორთან ხელჩართულ ომში. მორიელი სენსიტიური, ფრთხილი და მგრძნობიარეა. ზოგჯერ იმაზე მეტად მგრძნობიარეც კი, ვიდრე საჭიროა. ამიტომ წყენას, რომელიც პარტნიორებს შორის ხშირად ხდება, ბევრი მორიელი ვერ ხარშავს მეორე ნახევრისთვის სამაგიეროს გადახდის გარეშე, რაც ხშირად ხდება მიზეზი ხანგრძლივი და დამღლელი პრობლემების, რომელიც ორ ადამიანს შორის ყველაზე დიდ სიყვარულსაც კი აქრობს. მორიელის დესტრუქციული ბუნება და სურვილი, ყოველთვის გადაუხადოს სამაგიერო მას, ვინც აწყენინა, არის კიდეც მის ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების კუთხით პრობლემების მიზეზი. ასტროლოგები ურჩევენ მორიელს, ისწავლოს პატიება და საკუთარ თავზე დაკვირვებით დაიწყოს სხვების დასჯა. გაგრძელება