ეჭვი არ შეგეპაროთ, მაიას ტომშიც იცოდნენ ასტროლოგიის შესახებ და აი, მათი ჰოროსკოპი.
ჩენი: 2-21 იანვარი
ღამის ადამიანები ჰქვიათ. ენერგია ემატებათ მზის ჩასვლისთანავე. საოცრად მიზანსწრაფულები არიან, ზოგჯერ ველურებივითაც იქცევიან. ჩენის პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მედიტაციებს ურჩევენ.
იეში: 22 იანვარი-10 თებერვალი
ამ ადამიანებს ვენერა მართავს. მისი გავლენით იეშები არიან მოსიყვარულები და სიყვარულს გრძნობენ ბუნებისა და ყველაფერი ცოცხლის მიმართ. ნაზი და მზრუნველი ადამიანი ხართ. კარგად შეგიძლიათ მოლაპარაკებების გამართვა; დიპლომატიური ბრძანდებით. კონფლიქტს აგვარებთ და ერთმანეთზე განაწყენებულ ადამიანებსაც არიგებთ.
საკი: 11 თებერვალი-2 მარტი
განსაკუთრებით აქტიური შუადღისას ხართ. თქვენთვის საქმე სირთულეს არ წამოადგენს, განსაკუთრებით, დღის ამ პერიოდში. თქვენი მიმართულებაა ჩრდილოეთი. თილისმა - ბაყაყი. მასავით ძლიერი და მოქნილი პიროვნება ხართ. სწრაფად ეგუებით ცვლილებებს, ტემპი და ცვლილების სიხარული ხალისს გმატებთ.
კენი: 3-22 მარტი
ბუნების მოყვარე და მისი დამცველი ადამიანი იბადება ამ პერიოდში. მათი ვნება ცეცხლოვანია, საყვარელი ფერი - წითელი. ცხოვრების მთავარი ღირებულება - ენერგია და ძალა. მაიას ტომის ასტროლოგი გირჩევთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, ტყეში. ეს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. თქვენი ტოტემია ირემი.
მაკი: 23 მარტი-11 აპრილი
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანს მაიას ტომში ამოუცნობს ეძახდნენ. უყვართ საიდუმლოებები, გამოცანები, ბურუსით მოცული ისტორიები. მიგაჩნიათ, რომ სამყაროში უმთავრესი ცოდნაა. თუ ადამიანის სისუსტე 100 პროცენტით იცით, მისით მანიპულირება არ გაგიჭირდებათ. თქვენი საყვარელი ციფრია 3. ეს ერთდროულად ღვთაებრიობისა და ბალანსის ციფრია.
კანკინი: 12 აპრილი-1 მაისი
მზის, მიწის სიყვარულით გამოირჩევიან. მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობენ. თუ რაიმე საქმეს მოჰკიდებენ ხელს, ვერ მოისვენებენ, სანამ არ დაასრულებენ. თქვენი ცხოველია ძაღლი. მოგწონთ მისი ხასიათი, პატრონისადმი პატივისცემის გრძნობა.
მუვანი: 2-21 მაისი
მათ ორი სტიქია მფარველობს: ცეცხლი და წყალი. როცა ისინი ერთიანდებიან, საფრთხე გარდაუვალია. ენერგიული ხართ და მიზნის მისაღწევად არასდროს იხევთ უკან. ზოგჯერ იმპულსური ქმედება გახასიათებთ. თუმცა თქვენნაირი ბრძენი იშვიათად მოიძებნება. თქვენი ტოტემია ბუ. სიბნელეში სიმართლის გარჩევა არ გიჭირთ.
პეკსი: 22 მაისი-10 ივნისი
ლიდერი და ხელმძღვანელია. მიისწრაფვის წინ და მხოლოდ წინ. მისი ელემენტებია: წყალი, მიწა და ცეცხლი.
კაიაბი: 11-30 ივნისი
მთვარის ადამიანების გაგება ხანდახან უჭირთ გარშემო მყოფებს. მათ სამყაროს სიღრმისეული აღქმა აქვთ. მიწიერ საკითხებზე საუბარი არ გიყვართ; თქვენ ამაღლებული გრძნობებისა და საქმეებისთვის ხართ დაბადებული. საოცრად ბრძენი ბრძანდებით და ნათქვამში დაშიფრულ აზრსაც კარგად ხვდებით.
კუმკუ: 1-20 ივლისი
თანდაყოლილი პოლიტიკოსი და მანიპულატორია. აღმერთებენ დებატებსა და კამათს. ავლენენ ინტელექტსა და სიბრძნეს. თქვენთვის ინტელექტუალურ შეჯიბრებაზე სასიამოვნო არაფერია. სწრაფად აზროვნებთ და არც გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ცვლილებებს არ უშინდებით, მთავრობისკენ მაგნიტივით ისწრაფვით.
ვეიები: 21-25 ივლისი
თქვენ ამ სამყაროს მოევლინეთ, რათა მასში ჰარმონია შემოიტანოთ, ადამიანებს კომპრომისი და ურთიერთგაგება ასწავლოთ. ბალანსის ადამიანი ხართ. ინტელექტუალი და იღბლიანი. ერთადერთი, რასაც ვერ იტანთ, ნეგატივია.
პოპი: 26 ივლისი-14 აგვისტო
ლიდერი, გრანდიოზული გეგმებისა და ჩანაფიქრების განმახორციელებელია. აღწევს ყველაფერს, რასაც მიზნად დაისახავს. თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, თუ ექსტრაორდინრული საქმითაა დაკავებული.
ვუ: 15 აგვისტო-3 სექტემბერი
თქვენი მთავარი მახასიათებელია სიბრძნე. ძალიან ჰგავხართ ჩენებს (2-21 იანვარი). ენერგიას მზისგან იღებთ.
სიპი: 2-23 სექტემბერი
კეთილშობილი, გულუხვი ადამიანების ნიშანია. სამართლიანია. საყვარელი ადგილი ტყეა. ცხოველი - ირემი. ავტორიტეტით სარგებლობთ გარშემო მყოფებში და ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს.
სოცი: 24 სექტემბერი-13 ოქტომბერი
ორი ცხოველის ტოტემი აქვთ: თაგვი და თევზი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას ადვილად გადიან ადაპტაციას და არ განიცდიან დისკომფორტს. ორი სტიქია აქვთ: წყალი და ჰაერი. გარშემო მყოფებს შურთ თქვენი და შანსს არ გაუშვებენ, რომ გავნონ.
სეკი: 14 ოქტომბერი-2 ნოემბერი
ამ პერიოდში ეფექტური ადამიანები იბადებიან. პრობლემებს ეფექტურად აგვარებთ. თქვენთვის მოუგვარებელი საკითხი არ არსებობს. კოლეგებისა და სასიყვარულო პარტნიორისთვის ნამდვილი საჩუქარი ხართ.
კსული: 2-22 ნოემბერი
გარდაცვლილ სულებთან გრძნობენ განსაკუთრებულ კავშირს. მათი ტოტემია მგელი. თუ მიგიღეს, თქვენ მიმართ ერთგული და მოსიყვარულეები არიან. ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხართ. თქვენი მთავარი ღირებულება ოჯახია.
იაკსკინი: 23 ნოემბერი-12 დეკემბერი
თქვენი მიზანია, დაეხმაროთ სხვებს, გადაარჩინოთ ისინი დაავადებისა და სიბნელისგან. თქვენ ბუნების ძალამ მკურნალად მოგავლინათ ამქვეყნად. ადამიანები თქვენთან ადვილად იხსნებიან. ერთადერთი მინუსი გაქვთ, გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
მოლი: 13 დეკემბერი-1 იანვარი
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს გარშემო მყოფებისთვის ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვთ. ხშირად არიან სულიერი ლიდერები. მაიას ტომის ინდიელები გვალვის დროს დასახმარებლად მათ მიმართავდნენ, რათა მოლებს უმაღლესი ძალებისთვის წვიმა ეთხოვათ.