ცნობილი ფაქტია, რომ შამანიზმს საფუძველი ათეულ-ათასობით წლის წინ ჩაეყარა. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს უკურნებელი და საშიში დაავადებების ე.წ. ბალახთმკურნალობის თავისებური მეთოდიკა, რომელსაც გარკვეული მაგიური ელემენტებიც ემატება, რაც თავის მხრივ, იძლევა გასაოცარ შედეგს სხვადასხვა ავადმყოფობის მკურნალობის კუთხით.
საამისოდ შამანები დაავადებული ადამიანის შარდს ათავსებენ ქოთანში კონკრეტული მცენარის თესლთან ერთად. ამის შემდეგ, როგორც კი მცენარე ოდნავ წამოიზრდება, მას ფესვებიანად იღებენ ქოთნიდან და წვავენ (იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სისხლის ან ინფექციურ დაავადებასთან გვაქვს). სხვა შემთხვევაში, მცენარე გამდინარე წყალს უნდა გავატანოთ აუცილებლად.
საიმისოდ, რომ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს ამ ე.წ. ბალახთმკურნალობამ, აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტული დაავადების მმართველი პლანეტა და მისი კანონები, რის შესაბამისადაც ირჩევა ესა თუ ის მცენარე სხვადასხვა დაავადების განსაკურნავად.
ასე მაგალითად: მთვარის დაავადებებია - რევმატიზმი, ალერგია, გართულებული ჭრილობები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ეგზემა, ეპილეფსია, ლუნატიზმი, დეპრესია, მელანქოლია, ალკოჰოლიზმი.
მცენარეებია - ანემონი, ასტრა, დურმანი, კამელია, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი.
მარსის დაავადებებია: ყურის ტკივილები, თირკმელის სისუსტე, გრიპი, ჰემოროი, შაკიკი, რადიკულიტი, შინაგანი სისხლდენა, დიზინტერია, განგრენა.
მცენარეებია: არტიშოკი, ბაზილიკი, ჭინჭარი, ხახვი, შავი წიწაკა, ჭარხალი, ნიორი.
მერკურის დაავადებებია: თავბრუსხვევა, ენაბრგვილობა, შიშები, სტომატოლოგიური გართულებები ზოგადად, ფურუნკული.
მცენარეებია - პიტნა, გეორგინა, მუხუდო, ვარდკაჭაჭა, პომიდორი.
იუპიტერის დაავადებებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ზოგადად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გასტრიტი, ჰიპერტონია, ანგინა, ოფთალმოლოგიური დაავადებები, მოწამვლა.