ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის დადებით თვისებებზე.
დღეს ვასრულებთ მათ თხოვნას და ვიწყებთ სტატიების ციკლს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შეყვარებაში დაგეხმარებათ. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ნაკლზე დავხუჭოთ თვალი... მაგრამ ნაკლზე, მოდი, სხვა დროს, სხვა სტატიებში ვისაუბროთ.
მაშ ასე, რატომ უნდა შეიყვაროთ ვერძი
1. იგი თავგადასავლების მოყვარულია - მასთან არასოდეს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლად.
2. ასხივებენ ოპტიმიზმს - არც ერთი ვერძი არასოდეს აღიარებს წაგებას. მათი ოპტიმიზმი და ბრძოლის ნიჭი გადამდებია.
3. ვერძი პოზიტიურია - ბავშვივით უხარია ყველაფერი. მისი ინფანტილიზმი გადამდებია.
4. საშინლად ერთგულია - თუკი მიგიღო და შეგიყვარა, შენ გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდება.
5. არ უყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბრები - არასოდეს წაგეპირფერება ქულების ჩასაწერად. მოგახლის, თუკი რამ სათქმელია. სამაგიეროდ, ზურგს უკან მისგან ინტრიგებს ნუ ელი.