ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს სხვადასხვა ტიპის გაბრაზება ახასიათებს. ზოგი ხმაურითა და დებოშით გამოხატავს მრისხანებას.
ზოგმა კი გულში ბოღმის ჩადება იცის და შესაფერის დროს ელოდება სამაგიეროს გადასახდელად. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მარტივად გაიგებთ ნებისმიერი ადამიანის გაბრაზებას.
ვერძის გაბრაზება ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. როცა ბრაზობს, მოერიდეთ. მაქსიმუმ ხუთ წუთში გაბრაზების მიზეზი ავიწყდება.
კუროს გაბრაზება ძნელია. მაქსიმალურად ითმენს და ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის არწამოსაწყებად. თუ გაბრაზდა, ყველაფერს ლეწავს.
ტყუპის გაბრაზება ე.წ. იაზვობასა და ენამწარეობაში გამოიხატება. კარგად გამოგლანძღავთ გულის მოსაფხანად.
კირჩხიბის გაბრაზება გაბუტვით გამოიხატება. გაანაწყენეთ, თუკი აღარ გეკონტაქტებათ. სამაგიეროს მოგვიანებით გადაგიხდით, ოღონდ რისთვის, თავად ვერ გაიგებთ.
ლომის გაბრაზება ღრიალით გამოიხატება. თავმოყვარე კაცი თუ ხართ, მის შორიახლოს არ გირჩევთ გაჩერებას.
ქალწულის გაბრაზება ცინიზმით გამოიხატება. ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაგაჭერთ წიხლს და ისეთ შენიშვნებს მოგცემთ, ნამდვილად არ გესიამოვნებათ. გაგრძელება