ყურადღებით დაათვალიერეთ ნიჟარები, აირჩიეთ სასურველი და მონახეთ ახსნა. ნუ ეცდებით გადაწყვეტილების გააზრებას, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
1. ეს ნიჟარა ტყუილად არ აგირჩევიათ. მისი ფორმა მიუთითებს, რომ ცხოვრებაში უკვე ბევრს მიაღწიეთ. შიგნითა მხრიდან ნიჟარა გლუვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რბილი და კეთილი პიროვნება ხართ. ცოტა თუ შეძლებს, რომ ყველა სირთულის გავლის შემდეგ თქვენსავით კეთილი გული შეინარჩუნოს.
2. ეს ნიჟარა იმითაა გამორჩეული, რომ სიმეტრიული ფორმა აქვს. მისი ამრჩევი პერფექციონისტია. თქვენ ყველაფერი აკურატულად გაქვთ დალაგებული. არ პატიობთ უმცირეს შეცდომას არც საკუთარ თავს, არც გარშემო მყოფებს.
ეცადეთ, მოძებნოთ ბალანსი. ნუ მოითხოვთ ნურც საკუთარი თავისგან და ნურც სხვებისგან შეუძლებელს და მალევე აღმოაჩენთ, სტრესი გაცილებით იკლებს თქვენს ცხოვრებაში.
3. ეს ნიჟარა გლუვია, ბზინვარე, ერთი სიტყვით, იდეალური! ეს ერთი შეხედვით. თუ მის ცენტრს დააკვირდებით, კბილანებს დაინახავთ. ის თითქოს გაფრთხილებთ: "მიყურე, მაგრამ მომერიდე". შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩაკეტილი პიროვნება ხართ. ადამიანები თქვენკენ ისწრაფვიან, თავად კი კბილანებს უჩვენებთ. იქნებ დროა, შეიცვალოთ და ადამიანები თქვენთან ახლოს მოუშვათ.