ადამიანის ფიზიკური აგებულება, ისევე როგორც მისი ხასიათის თვისებები ხშირად განისაზღვრება ასტროლოგიური მაჩვენებლებით. ასე მაგალითად, ვერძები მწითურები არიან, კუროები მრგვალი ფორმებით იწონებენ თავს, ტყუპს კი მოხტუნავე მზერა და ციმციმა თვალები გააჩნიათ. თუმცა, ასტროლოგია იმაზეც აგებს პასუხს რამდენად გამძლე და ამტანი ვართ ჩვენ ჯანმრთელობის მხრივ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით... ამ მხრივ კი ზოდიაქოს სამი ნიშანი გამოირჩევა.
ვერძი - ცეცხლის სტიქიის პირველი ნიშანია. მასში ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის ჟინი გასაოცარი სიძლიერითაა გამოხატული. ვერძები ვერ ეგუებიან უძრაობასა და უმოქმედობას, ამიტომ ძალზე ხშირად ახერხებენ ნებისმიერი სირთულის დაავადება ფეხზე მოიხადონ, ყოველგვარი ექიმის ჩარევის გარეშე. ამასთან ერთად, გააჩნიათ საოცარი რწმენა იმისა, რომ მათ ვერც ერთი დაავადება ვერასოდეს მოერევათ. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს არის კიდეც ასე.
მორიელი - გასაოცარი ნებისყოფის პატრონია. მისი მმართველი პლანეტა პლუტონი ტრანსფორმაციაზე აგებს პასუხს. ამიტომ მორიელებს შორის გასაოცარ მუტანტებს ვხვდებით - ხალხს, რომელსაც შეუძლია აშკარა სიკვდილს ჩახედოს თვალებში და მიუხედავად ამისა ცოცხალი გადარჩეს. მორიელებს გასაოცარი რეგენერაციის უნარი აქვთ. მათ უმეტესობას ადვილად უხორცდება ჭრილობები და მარტივად ურჩება ანთებითი პროცესი ორგანიზმში. იხილეთ სრულად