ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა, დამეთანხმებით ალბათ, რომ თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა ისეც ხდება, რომ დრო და ცხოვრებისეული მოვლენები წვრთნის ადამიანში ნებისყოფას და სულიერ სიძლიერეს აიძულებს. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს სამი ნიშანი გამოირჩევა განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცითა და გაუტეხლობით.
ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მუდმივად ორიენტირებულია წინსვლასა და განვითარებაზე. ვერძები ბუნებით მებრძოლები არიან. ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა წაიქცნენ ცხოვრების გზაზე, ისინი მუდამ პოულობენ ძალას, ფეხზე წამოდგნენ და ძველებურზე უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ გზა ნათელი მომავლისკენ, რომლისაც მათ უპირობოდ სჯერათ.
ლომი - ამაყი, თავმოყვარე და დიდსულოვანი ხალხია. ლომებს უყვართ საკუთარი იმიჯის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა და ლეგენდების შექმნა თავიანთი პერსონის გარშემო. ისინი ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან და სიამაყე არასოდეს აძლევთ საშუალებას, რომ დანებდნენ ცხოვრებაში. არიან საუკეთესო, საიმედო მეგობრები და საკმაოდ საშიში, დაუნდობელი მოწინააღმდეგეები. გაგრძელება