ერთგულების უნარი, ისევე, როგორც იუმორის გრძნობა ან ხატვის ნიჭი, თანდაყოლილი თვისებაა – იგი ან გაქვს, ან – არა. თუმცა, ადამიანები ყველანი ინდივიდუალურები ვართ. შესაბამისად, ხშირად სიტუაცია და გარემოც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად გვაქვს უნარი, ვუერთგულოთ ვინმეს.
მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებული "შემამსუბუქებელი" ფაქტორებისა, არსებობს ხალხი, ვისაც ერთგულებისა და სტაბილურობის უნარი დაბადებიდანვე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი. ასტროლოგიურად ამ ყველაფრის ახსნა საკმაოდ მარტივად შეიძლება. საქმე იმაშია, რომ სტიქიები, რომელთაც ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი განეკუთვნება, თავის მხრივ, სამ ფსიქოტიპში ერთიანდება – კარდინალური, მუტაბელური, ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ, რამდენად ერთგულია ესა თუ ის პირი.
პრინციპულობითა და სიჯიუტით ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნები გამოირჩევიან: ლომი, მერწყული, მორიელი და კურო ყოველთვის მყარად დგანან საკუთარ მოსაზრებაზე, ეს ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იცვლიან აზრს. სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge