ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც უკვე არავის არაფრის არ სჯერა, მიღებულია სურვილების ჩაფიქრება ახალ წელს. ასტროლოგებს უკვე დიდი ხანია სჯერათ ყველა სურვილის ასრულების მეთოდის, რომელიც ახალმთვარეობას უნდა გამოსცადოთ.
მეთოდი მარტივია
საკანცელარიო მაღაზიაში შეიძინეთ ყველაზე ლამაზი ბლოკნოტი.
შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ იპოვის და დაელოდეთ ახალმთვარეობას.
ახალმთვარეობაზე ბლოკნოტში ჩაწერეთ სურვილების სია.
სურვილების ფორმულირება შეგიძლიათ თავისუფალ ფორმაში, მაგრამ ყოველი წინადადება უნდა დაიწყოთ სიტყვებით "მადლიერებით ვიღებ სამყაროსგან... (აირჩიეთ სურვილი)..."
უმჯობესია, სურვილები გარკვეულად და ლაკონურად დაწეროთ. თუ ახალი ტელეფონი გსურთ, მიუთითეთ მოდელი, თუ დაწინაურება გსურთ - სავარაუდო ხელფასი და ა.შ.
შემდეგ უბრალოდ დაელოდეთ მომდევნო ახალმთვარეობას, გადახაზეთ ბლოკნოტში სურვილები, რომლებიც უკვე აგიხდათ და დაწერეთ ახლები.
ახალმთვარეობის დღეების ჩამონათვალი, რომლებიც წელს გველოდება:
• 25 მაისი
• 24 ივნისი
• 23 ივლისი
• 21 აგვისტო
• 20 სექტემბერი
• 19 ოქტომბერი
• 18 ნოემბერი
• 18 დეკემბერი