ჩვენი საიტის მკითხველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ მთვარეს ფაზების ცვალებადობა ახასიათებს, რაც თავის მხრივ, ადამიანებზე, მოვლენებსა და ენერგეტიკაზე აისახება. ასე მაგალითად, ხვალ სავსემთვარეობაა მშვილდოსნის ♐ ზოდიაქოს ნიშანში.
ამიტომ ტყუპმა ♊, ქალწულებმა ♍, თევზებმა ♓ მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ ემოციები.
დანარჩენები კი, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, ერიდეთ სხვისთვის ჭკუის სწავლებას, გადამეტებულ დემაგოგიას, სხვისი ოცნებებისა და მიზნების, ფასეულობების დაცინვა/გაკრიტიკებას. იყავით გულუხვი, ნუ დაწვრილმანდებით, პირიქით - მასშტაბურად შეხედეთ პრობლემებს, დაისახეთ მიზნები, იოცნებეთ (ნუ დაგავიწყდებათ, რომ მშვილდოსანს იუპიტერი მართავს - წარმატებებისა და ოცნებების ახდენის პლანეტა). ამიტომ ამ სავსემთვარეობისას ჩაფიქრებული სურვილი გაცილებით უფრო დიდი სისწრაფით ახდება. დაფიქრდით, გააანალიზეთ თქვენი სამომავლო გეგმები. აღმოაჩინეთ, რა არის თქვენი იდეალი, თქვენი ოცნება, რის ახდენას ისურვებდით უახლოესი პერიოდის მანძილზე?
სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge-ზე...