ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა: ვერძი – სიფიცხით, კურო – სიდინჯით, სასწორი – დიპლომატიურობით, მორიელი – შურისმაძიებლობით და ა.შ.
აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება, ნებისმიერ მათგანს საქართველოს ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხები მივუსადაგოთ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე უკეთ გურულის ხასიათი გამოხატავს. ფიცხი, აქტიური, ნიჭიერი და თავქარიანი გურულები ვერძივით ადვილად ფეთქებადი ტემპერამენტით არიან გამორჩეულნი, თუმცა სიბრაზე მალე გადასდით და ყველაფერს იუმორის დიდი დოზით აბალანსებენ.
კუროს კი უდავოდ რაჭული ხასიათი შეესაბამება – დინჯი, სიმშვიდის მოყვარული და გაწონასწორებული კუროები აფასებენ საკუთარ სახლს და ფუძეს. უყვართ ოჯახში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მზადება.
ტყუპის შესაშური ლაპარაკის უნარს და ქარივით ცვალებად განწყობას საუკეთესოდ ასახავს იმერული ხასიათი. იმერლებზე უკეთ ვის ეხერხება საკუთარი თავის წარმოჩენა შესაშური სამსახიობო ნიჭით და მანერულობით. ტყუპი, როგორც ვიცით, ორსახოვანი ნიშანია, ამიტომ იმერლებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა ხშირად არაფერია, თუ არა ნიღაბი, სხვების წინაშე თავი მოიწონონ.
კირჩხიბის ზოდიაქოს ძალიან კარგად განასახიერებს აჭარა და მისი მკვიდრი მოსახლეობა. სწორედ კირჩხიბისთვის დამახასიათებელი პრინციპულობით შეინახა აჭარელმა ხალხმა თურქი დამპყრობლების ორასწლოვანი ბატონობის მანძილზე საკუთარი ფესვების, ტრადიციებისა და რწმენის სიყვარული – თანაც ქალის, დედის სახით... კირჩხიბი კი, მოგეხსენებათ, დედობის სიმბოლოა.
ლომის ზოდიაქოს ხევსურეთი შეესიტყვება, ამაყი, დაუმორჩილებელი, პოეზიისა და მუსიკის მოყვარული ხალხი. მათთვის მკვეთრად გამოხატული ვაჟკაცური იმიჯი და უზომო სიმამაცეა დამახასიათებელი.
გარეგნული მონაცემებით, სიდინჯით და მკვეთრად დადგენილი ქცევის, ეთიკის ნორმებით ქალწულის ზოდიაქოს ყველაზე უკეთ მთიული კაცის ბუნება შეესაბამება. როგორც ვახუშტი ამბობს, მთიულებს სახის ლამაზი მოყვანილობა, პროპორციული აღნაგობა და სასიამოვნო გარეგნობა გააჩნიათ, რაც სავსებით შეესატყვისება ქალწულის ზოდიაქოს ვიზუალურ აღწერას.
იხილეთ სრულად: astrologi.ge