ქალების დიასახლისობისადმი მიდრეკილება ხშირად მათი ხასიათის მთავარ შტრიხებსა და ფსიქო-ტიპს ეფუძნება.
ამიტომ ერთს თუ სისუფთავე და წესრიგი სისხლში აქვს გამჯდარი, მეორე არაფრად აგდებს არეულ-დარეულ სახლს და ხშირად შემოქმედებით ქაოსში ცხოვრება ურჩევნია, სიმეტრიულად დალაგებულ-დაწკრიალებულ საცხოვრებელს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ქალებში დიასახლისობის ნიჭი, მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
სანიმუშო დიასახლისების რიგს რომ არ მიეკუთვნება, ამას ნებისმიერი ვერძი ქალი სიხარულით აღიარებს. თუმცა, თუ მაინც უწევს წესრიგის დამყარება, ქალი-ვერძი სწრაფად და დინამიკურად ატარებს ამგვარ სამუშაოებს: რეცხავს, ხეხავს, მტვერსასრუტს აგუგუნებს; პარალელურად, აუთოებს და მტვერსაც წმენდს. სამაგიეროდ, შემდგომი ორი კვირა შეუძლია თავი მთლიანად მიუძღვნას პროფესიულ საქმიანობას.
კურო
კუროები წესრიგის, სისუფთავისა და სასიამოვნო სურნელების მოყვარულთა კატეგორიაში გადიან, თუმცა კურო ქალი თანდაყოლილი სიდინჯის და გარკვეული სიზარმაცის გამო სახლის დალაგების პროცესს ერთ, ორ ან სამ დღეზეც კი წელავს ხოლმე. დღეს ერთ ოთახს მოიყვანს წესრიგში, ხვალ მეორეს, ზეგ სამზარეულოს... შუალედებში გემრიელად წაიხემსებს, ყავას დალევს და ა.შ.
ტყუპი
ქალი-ტყუპი სწრაფი, დინამიკური და მოქნილია. სახლის დალაგებას იგი, როგორც წესი, ოთახების განიავებითა და მტვრის გადაწმენდით იწყებს, თუმცა ამ საქმიანობის იქით მისი შემართება ხშირად ვეღარ "ქაჩავს". მართალია, პერიოდულად მაინც უწევს საკუთარ ნივთებს, სამოსსა და საქმიან ქაღალდებს შორის გარკვეული წესრიგის დამყარება, ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე (ოდესმე ხომ უნდა იპოვოს სადღაც დაკარგული მობილური ტელეფონი?).
კირჩხიბი
უზომოდ მოწესრიგებული, სისუფთავისა და სიმყუდროვის მოყვარული ქალია. მას თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, შექმნას ამინდი ოჯახში, ამ ამინდს კი მის მიერ მილაგებული სახლი, სუფთა, დაწკრიალებული ჭურჭელი, გემრიელი სადილი და მამაკაცისთვის კომფორტის მოწყობის ხელოვნება განაპირობებს. მიბაძეთ კირჩხიბს!
ლომი
ძალიან უჭირს, საკუთარ თავს დიასახლისობა დააძალოს. რა მისი ბრალია, თუ შინაგანად თავს დედოფლად აღიქვამს და ყოველთვის იმედი აქვს, რომ სახლს თუ დედამთილი არა, საიდანღაც მოსული ზღაპრული გნომები დაულაგებენ. ერთადერთი მომენტი, როცა ლომ ქალს სახლის დალაგება უხარია, არის მისი საკუთარი დაბადების დღის წინა საღამო. დღესასწაულისთვის მზადება ხომ დედოფლისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტია.
ქალწული
კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი "დიასახლისოლოგიაში". ამ ქალს, როგორც წესი, სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული ვირუსული დაავადებასავით აქვს ორგანიზმში ფესვგადგმული. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი საფერფლეს იმაზე სწრაფად გაგისუფთავებთ, ვიდრე თქვენ მორიგი ღერი სიგარეტის ამოღებას მოასწრებდეთ კოლოფიდან.
იხილეთ სრულად: astrologi.ge