ალბათ, არც ერთი მამაკაცი არ არის დაზღვეული პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემებისა და გაუგებრობებისაგან.
თუმცა მამაკაცები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან, განსხვავებული მიზეზების გამო წყვეტენ ურთიერთობას პარტნიორთან და საბოლოოდ ანგრევენ ოჯახს, მაშინაც კი, როცა მეუღლესთან ბევრი საერთო გააჩნიათ, მათ შორის, შვილები.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი მიზეზებს, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცისთვის რა სახის გადაულახავი დაბრკოლება არსებობს საიმისოდ, რომ საქმე განქორწინებამდე მიიყვანოს.
ვერძი მამაკაცები ოჯახს მეუღლის მხრიდან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენის, გადამეტებული პრეტენზიებისა და კრიტიკის გამო ანგრევენ.
კურო მამაკაცები განქორწინებაზე პარტნიორის არასტაბილური ხასიათის, ცვალებადობის და მფლანგველობის გამო მიდიან.
ტყუპ მამაკაცს მალე ბეზრდება ქალი, რომელიც ინტელექტუალურად ღარიბია, ნაკლებად გააჩნია იუმორის გრძნობა და გაურბის ცვლილებებს.
კირჩხიბ მამაკაცს განქორწინებისკენ მეუღლის ხასიათში ზედმეტი სიხისტე, უტაქტო საქციელი და ხშირად გამოჩენილი უყურადღებობა უბიძგებს.
ლომ მამაკაცს თავმოყვარეობა ელახება ისეთი ქალის გვერდით, რომელიც მას პროფესიული კუთხით გადაამეტებს თავს, უპატივცემულობას გამოიჩენს მისი პერსონის მიმართ და გამუდმებით შეეცდება, თავის ჭკუაზე აკეთოს ყველაფერი.
ქალწული მამაკაცი თავქუდმოგლეჯილი გარბის ისეთი ქალისგან, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში ფეთხუმობას, არაჰიგიენურობასა და გადამეტებულ მფლანგველობას გამოავლენს.