ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ხასიათში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. არავინაა იდეალური.
თუმცა პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების სათავე ყოველი ჩვენგანისთვის მაინც ინდივიდუალურია. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ კონკრეტულად რა სახის ნეგატიური თვისება შეიძლება გახდეს სიყვარულში წარუმატებლობის მიზეზი:
ვერძი - ვერძისთვის უხეშობა და უტაქტო საქციელია პირად ცხოვრებაში დამღუპველი. ის ძალიან აგრესიული და ეგოისტია საყვარელი ადამიანის მიმართ, რაც ხშირად უბიძგებს ამ უკანასკნელს, თავი აარიდოს მას.
კურო - კუროს პრობლემა სიზანტე და გადამეტებული სიფრთხილეა პირად ურთიერთობაში. იგი იმდენ ხანს ფიქრობს, იმოქმედოს თუ არა ან როგორ, რომ საბოლოო ჯამში, სიყვარულის ობიექტს შეიძლება ლოდინი მობეზრდეს და კურო სხვა უფრო აქტიურ თაყვანისმცემელზე გაცვალოს.
ტყუპი - ტყუპის პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების სიყვარულია. იგი ხშირად კარგავს მისთვის საყვარელ ადამიანს იმის გამო, რომ ერთბაშად ორმაგ თამაშს ეწევა და პარალელურ რეჟიმში აქვს გამართული ფლირტი სხვა, მეტ-ნაკლებად საინტერესო კანდიდატურებთან.
კირჩხიბი - კირჩხიბისთვის პრობლემას პირად ურთიერთობაში ბუტია ხასიათი და ზედმეტი მესაკუთრული თვისებები წარმოადგენს. კიბო მზრუნველი და თბილი პარტნიორია, თუმცა სწორედ ამ თავისი ზრუნვით ხშირად შეუძლია "დაახრჩოს" სიყვარულის ობიექტი, რის გამოც ეს უკანასკნელი თავს ხშირად გაქცევით შველის.
ლომი - ლომის პრობლემა სიყვარულში გადამეტებული სიამაყე და ეგოიზმია. იგი მაქსიმუმს ითხოვს პარტნიორისგან და სურს, რომ გამუდმებით უმტკიცებდეს ეს უკანასკნელი სიყვარულს. თუმცა საპასუხოდ იგივეს გაცემა ზოგჯერ ავიწყდება და ბატონივით ექცევა სიყვარულის ობიექტს.
ქალწული - ქალწულის პრობლემა ზღვარგადასული მეწვრილმანეობა და ემოციური სიცივეა პირად ურთიერთობაში. მისი მხრიდან გადამეტებული მერკანტილიზმი და სიძუნწე ხშირად ხდება საყვარელი ადამიანის გულის გაციების მიზეზი ქალწულის მიმართ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge