ალბათ, ნებისმიერ ქალს მოეხსენება მარტივი ჭეშმარიტება – "მამაკაცებს თვალებით უყვართ".
შესაბამისად, ის, თუ როგორია პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ ახდენთ ძლიერი სქესის წარმომადგენელზე გაცნობისას, ხშირად განაპირობებს სამომავლო ურთიერთობის ბედს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პოტენციური თაყვანისმცემლის ზოდიაქოს ნიშანი იცით, გაცილებით მარტივი იქნება სიტუაციით ოსტატურად ლავირება...
ვერძთან პირველ პაემანზე უნდა იყოთ ქალურობისა და სინაზის განსახიერება. უსმინეთ გულისყურით, აჰყევით მის ნებისმიერ წამოწყებასა და შემოთავაზებას.
კუროსთან პირველი პაემნის დროს სერიოზული, გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოთ. თუკი მასთან საერთო გემოვნებაც აღმოგაჩნდათ კვების საკითხში და რესტორანიც ერთობლივად შეარჩიეთ, მთლად უკეთესი!
ტყუპთან მაქსიმალურად გამოამჟღავნეთ ერუდიციის დონე და ინტელექტი. ეს ის კაცია, რომელსაც თვალებით კი არა, ყურებით უყვარს.
კირჩხიბთან ოჯახზე, ბავშვებსა და ფულზე ისაუბრეთ. შეგიძლიათ მასაც გამოჰკითხოთ შინაურებზე ისტორიები.
ლომთან საერთოდ ნუ ილაპარაკებთ, ან აქა-იქ "ჩააკვეხეთ" სიტყვა. აღტაცებული მზერა, კარგი მსმენელის როლი და კომპლიმენტები უმთავრესი გასაღებია ამ კაცის გულის მოსაგებად.
ქალწულთან დიეტის, სწორი კვებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეთ. აგრძნობინეთ, რომ ამასთან ერთად, საფონდო ბირჟის და ზოგადად, ფინანსური სფეროს პერიპეტიებშიც ერკვევით.
სასწორთან ხელოვნების სიყვარული "გადაგარჩენთ". ისაუბრეთ ფილმებზე, მუსიკაზე, თეატრსა და მხატვრობაზე. ოღონდ ერთმანეთში ნუ აურევთ ვან გოგსა და გოიას.
იხილეთ სრულად: astrologi.ge