ჰკითხეთ ნებისმიერ პედიატრს და დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი შვილები დაბადებიდან ინდივიდები არიან. შესაბამისად, მათ აღზრდა-განვითარებაზეც სხვადასხვაგვარი მეთოდით ზრუნვაა საჭირო.
ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი პატარებში თორმეტ ფსიქოტიპს განსაზღვრავს, ხოლო იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ნიშნით მოევლინა ქვეყანას თქვენი შვილი, არამხოლოდ სამომავლო პროფესიის შერჩევაა შესაძლებელი, არამედ იმის გარკვევაც, თუ კონკრეტულად რა სახის გასართობი და სათამაშო ესაჭიროება მას გონებრივი განვითარებისთვის.
ვერძს - ბურთი, სპორტული ინვენტარი, სკეიტბორდი.
კუროს - სილაში თამაში და ძერწვა უყვარს. გარდა ამისა, მას ძალიან მოეწონება რბილი, ფუმფულა სათამაშოები.
ტყუპს - წიგნები და შემეცნებითი გასართობი იზიდავს. კითხვა რომც არ იცოდეს, მაინც აღფრთოვანდება ხმოვანი და ფერადი წიგნებით.
კირჩხიბი - ბავშვები გიჟდებიან წყალზე – შესაბამისად, მისთვის საუკეთესო გასართობია ზღვის გასაბერი აუზი ან სათამაშოები. მას აკვარელის საღებავით ხატვაც მოეწონება.
ლომს - ლიდერობა უყვარს. ამიტომ სათამაშოდ ხმალი, შუბი, ფარი და დედოფლური აქსესუარები (გვირგვინი, მანტია) მოუმარჯვეთ.
ქალწულს - ანალიტიკური აზროვნება აქვს. შესაბამისად, მისთვის იდეალური გასართობია ნებისმიერი ტიპის კონსტრუქტორი.
სრულად იხილეთ: astrologi.ge