მამაკაცებო, შემთხვევით კარგ გოგოს ხომ არ ეძებთ ოჯახის შესაქმნელად? თუ კი, მე გეტყვით, როგორ შეარჩიოთ და იპოვოთ ის "ერთადერთი" – ანუ იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...
საამისოდ კი მხოლოდ ინტერესის ობიექტის დაბადების თარიღის გაგება მოგეთხოვებათ... თუმცა, თუ მაინცდამაინც ისე მოხდა, რომ თქვენი გულის სატრფო ქვემოთ ჩამოთვლილ სამეულში ვერ მოხვდა, გული არ გაიტეხოთ... შემდგომი სტატია აუცილებლად მიეძღვნება თემას "ჭირვეულის მორჯულება" – ანუ როგორ ვაქციოთ საყვარელი ქალი იდეალურ მეოჯახედ... ოღონდ ყოველგვარი "გრუზინულ-დიქტატორული" გამოხდომების გარეშე... ამჯერად კი საუკეთესო ცოლების სამეულს გაგაცნობთ:
კირჩხიბი – შეიძლება იყოს აუტანლად წუწუნა, პერიოდულად დეპრესიული და საშინლად პრეტენზიული... სანამ თავს დიასახლისისა და დედის ამპლუაში დაიგულებს. აი, ამის შემდეგ ხდება მასში ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია და სულიერი გასხივოსნება. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, რამდენიც არ ამტკიცოს, რომ კარიერა ურჩევნია ოჯახს, მოწოდებით მეოჯახეა...
ამიტომ, თუ იგი ხელებს ასავსავებს და გათხოვების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს, იცოდეთ, რომ ჯერ არ უპოვია "შესაბამისი კანდიდატურა" საკუთარი ბუდის მოსაწყობად. ქალი კირჩხიბი იდეალური ცოლია – ნაზი, მზრუნველი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე. მას ყოველთვის ჰყოფნის იმის ჭკუა, რომ ქმარზე ჭკვიანად არასოდეს წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში; გონიერებას კი, რომელიც მას დაბადებიდან თან დაჰყვა, შესანიშნავად იყენებს იმ დროს, როცა სურს, მამაკაცს საკუთარ ნებაზე სიარული აიძულოს... ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: "ქალი კისერია, – მამაკაცი კი თავი?.. საბოლოოდ კი კისერი წყვეტს, თავი რომელ მხარეს მიატრიალოს" – ჰოდა, ჩათვალეთ, რომ კირჩხიბი ქალია სწორედ ის "საპატიო" კისერი.
კურო – ის იმ ქალების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვინც დაუფიქრებლად უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას პირველივე შემხვედრს. კურო ბრძენი, დინჯი და წინდახედული ქალია. სწორედ ისეთი, როგორიც სჭირდება ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს. ამ ქალს მეუღლისთვის არამარტო კარგი ცოლობის გაწევა შეუძლია, მას ძალა შესწევს, კონკრეტული კაცისგან შექმნას სრულფასოვანი მამაკაცი და თავდაჯერებული პიროვნება როგორც ფსიქოლოგიური, ისე პროფესიული კუთხით. შესაბამისად, გამოთქმა: "ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას" – სწორედ კურო ქალს შეესაბამება.
ქალი კურო დამყოლი, მშვიდი და გაწონასწორებულია. მისთვის უცხოა ჩვეულებრივი ქალური ხუშტურები და ისტერიკები, რაც ნებისმიერ მამრს აფრთხობს და ღლის ხოლმე. იგი გასაოცარი სიმშვიდით იტანს ყველანაირ ცხოვრებისეულ განსაცდელს პარტნიორთან ერთად და არასოდეს, არასოდეს წუწუნებს იმის გამო, რომ ცხოვრება ამ კაცს დაუკავშირა.
სრულად იხილეთ: astrologi.ge