ოცდამეერთე საუკუნე არამხოლოდ ინფორმაციული საუკუნეა, იგი კონკურენციის საუკუნეც გახლავთ, პირველ რიგში.
შესაბამისად, პროფესიული შუღლი და ინტრიგები არაერთი ჩვენგანის ცხოვრებაშია ჩვეულებრივი მოვლენა. მინდა ასტროლოგიური რჩევა მოგცეთ საიმისოდ, რომ კოლეგებს შორის პროფესიული და არამარტო მეტოქეები ჯეროვნად შეაფასოთ. წარმოგიდგენთ ყველაზე სახიფათო მტრების TOP-სამეულს:
კირჩხიბი – ერთი შეხედვით, უწყინარი, მოსიყვარულე და მზრუნველი ტიპი გგონიათ? იქნებ იგი ასოციალური და ყველაზე მუდო თანამშრომლების სიაში გყავთ შეყვანილი... ჰოდა, აქ ცდებით ზუსტად...
სწორედ ამ "ნაცრისფერ" ადამიანს შეუძლია თქვენთვის სამსახურებრივ კიბეზე ოსტატური და რაც მთავარია, კარგად დაგეგმილი სარმის გამოდება... თანაც ისე, რომ კარგა ხნის მანძილზე აზრადაც ვერ მოხვალთ, რომ ეს ყველაფერი მისი ხელწერაა. შესაძლოა, ზუსტად ვერც კი გაიხსენოთ, როდის, რა ან რატომ აწყენინეთ (ან აწყენინეთ კი საერთოდ?). კირჩხიბის შურისძიება მოულოდნელი და ხანგრძლივი იქნება.
ქალწული – მისგან შეიძლება ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი დადგეს. თუმცა, საქმე თუ ესოდენ დიდ მასშტაბებამდე არ მივიდა, მას შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აითვალწუნებს, მსხვილმასშტაბიან ბიუროკრატიულ დავიდარაბაში გახვიოს.
ქალწულის ანტიპათია, როგორც წესი, არასოდესაა უმიზეზო ან აბსურდული; ამიტომ, როცა მისნაირი მტრად გადაგეკიდებათ, კარგად გაიხსენეთ, ოდესმე ერთი შეხედვით ჩუმი და მოწესრიგებული კოლეგის სამუშაო მაგიდაზე ყავა ხომ არ დაგეღვარათ? ჰოო? აი, მიზეზიც გიპოვიათ, საიდან მოდის ძველი მტრობის ფესვები.
იხილეთ სრულად: astrologi.ge