არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ფეხი აქტიურად მოიკიდა ე.წ. თურქული სერიალების მანიამ.
შესაბამისად, ინტერესი მეზობელი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაღა თქმა უნდა, გაიზარდა. სულთანი სულეიმანი, მისი სათაყვანებელი ცოლი – დედოფალი ჰიურემი, იბრაჰიმ-ფაშა, ხატიჯე-სულთანი და სხვები რეალური, ისტორიული პროტოტიპების მიხედვით შექმნილი ეკრანული სახეები არიან, რომელთაც თავის მხრივ, რეალური დაბადების თარიღები გააჩნიათ და საკუთარი კვალიც დატოვეს ისტორიაში.
მე დავინტერესდი, შემექმნა სერიალის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიადის – სულთან სულეიმანის, ჰიურემისა და იბრაჰიმ ფაშას ასტროლოგიური პორტრეტები. შედეგი კი ერთობ საინტერესო აღმოჩნდა:
დედოფალი ჰიურემი – იგივე როკსოლანა, რომლის წარმოშობაც, სავარაუდოდ, არა თურქულ, არამედ სლავურ ფესვებს უკავშირდება, დაბადებით ანასტასია (ალექსანდრა) ლისოვსკაია გახლდათ. თუმცა დედოფლის სლავურ წარმოშობაზე გარეგნობა და მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ვიზუალური შტრიხებიც მეტყველებს.
როკსოლანა თავნება, ძლიერი ხასიათის ქალი იყო, თუმცა, ამასთან ერთად, განათლებული, კომუნიკაბელური და მეგობრული. ამბობენ, რომ მან სწორედ თავისი უჩვეულო გონიერებითა და გამჭრიახობით მოხიბლა სულთანი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჰიურემის დაბადების თარიღები ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ემთხვევა, ხოლო თავად სულთანი ძლევამოსილი მორიელის ნიშნის წარმომადგენელი გახლდათ, მარტივად დავადგენთ ამ ორს შორის განსაკუთრებული კავშირის და ძლიერი სიყვარულის მიზეზს.
მამაკაცი მორიელი, მიუხედავად იმისა, რომ გასაოცრად ქარიზმატული და ვნებიანი ინდივიდია, მარტივად როდი იხიბლება ყველა ქალით. მისთვის ქალში, სილამაზესთან ერთად, გონიერება, ხასიათის სიმტკიცე და ცოტაოდენი ალქაჯური ნიშან-თვისებებიც უნდა იყოს შერწყმული, რაც დამეთანხმებით, არ აკლია ჰიურემის პერსონაჟს.
ვერძისა და მორიელის კავშირი ასტროლოგიურად მერვე ნიშნის, ანუ ტრანსფორმაციის ზონაში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორს ან დაუძინებელი მტრობა და სიძულვილი, ან უდიდესი სიყვარული შეიძლება აკავშირებდეს. შუალედი, როგორც წესი, არ არსებობს! თუმცა წყვილში ერთიც და მეორეც თავისი არსით დამანგრეველი და დესტრუქციული ბუნებით ხასიათდება.
ამიტომ რა გასაკვირია, თუ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ინტრიგისა და სირთულეებისა, ჰიურემის მიმართ სულთანმა საკუთარი გრძნობები ბოლომდე შეინარჩუნა. უფრო მეტიც, მან როკსოლანას საპირწონედ უახლოესი მეგობრის, ძმადნაფიცის და მრჩევლის სიცოცხლეც დადო სასწორზე.
იხილეთ სრულად: astrologi.ge