ალბათ, ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ე.წ. აქილევსის ქუსლი – სუსტი ადგილი, რომელიც მის თავმოყვარეობას მტკივნეულად ეხება.
აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მარტივია იმაზე მსჯელობა, თუ კონკრეტულ ინდივიდს რა სახის მოწყვლადი ადგილი გააჩნია.
ვერძს თავმოყვარეობას ულახავს ის, თუ მასზე უკეთ ახერხებთ საქმის კეთებას.
კუროს თავმოყვარეობა ელახება მაშინ, როცა ვინმე ცდილობს მისი ქონების ხელყოფას.
ტყუპს თავმოყვარეობაზე ურტყამს ფაქტი, როცა მის ხუმრობაზე არავინ იცინის.
კირჩხიბისთვის თავმოყვარეობის შელახვა თუ გსურთ, დასცინეთ მის ოჯახს ან ოჯახის წევრებს.
ლომისთვის თავმოყვარეობის შელახვა მხოლოდ დაქვემდებარებულის როლში ყოფნას შეუძლია.
ქალწულისთვის თავმოყვარეობის შელახვა არაჰიგიენურობაში მის დადანაშაულებას შეუძლია.
სასწორი მტკივნეულად განიცდის, როცა ეუხეშებიან.