ალბათ ქალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მამაკაცები ყველანი პოლოგამიური არსებები არიან.
თუმცა ერთგულების უნარს და მოთხოვნილებას, ძალზე ხშირად ინდივიდის ფსიქოემოციური ბუნებაც განაპირობებს და არამხოლოდ მისი სქესი. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები თვლიან, რომ დიახაც, არსებობენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომელთაც განსაკუთრებული ერთგულების უნარი აქვთ სიყვარულში... მოდით, გავეცნოთ ამ სამეულს.
ვერძი – ალბათ გიკვირთ, როგორ შეუძლია ამ ერთი შეხედვით აქტიურ, თითქოს და "გამოუსწორებელ მექალთანეს" საყვარელი ადამიანის ერთგულება.
დიახ, ვერძი მამაკაცი მისი გარეგნული იმიჯის გამო ხშირად ტოვებს არასტაბილური მაჩოს შთაბეჭდილებას, თუმცა რეალობაში იგი პატარა ბავშვივითაა – უყვარს ე.წ. "საყვარელი სათამაშოების" აჩემება.
ეს სათამაშო კი ზუსტად მისი გულის ქალბატონი შეიძლება იყოს. მთავარია, ამ უკანასკნელს რამდენ ხანს ეყოფა ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ვერძისთვის შეუცვლელად იქცეს.
თხის რქა – მისი ერთგულება ხშირ შემთხვევაში სიჯიუტეს ეფუძნება. თხის რქას მოსწონს პრინციპებით ცხოვრება. გარდა ამისა, მას გრძნობების საკითხში არასოდეს გამოსდის მარტივად გახსნა. შესაბამისად, თუკი უყვარს ვინმე, უყვარს ხანგრძლივად და დიდი ვადით.
ამასთან ერთად, უსაზღვრო ნებისყოფისა და თავშეკავების უნარიც გააჩნია. შესაბამისად, თუ მან ვინმე ცხოვრების თანამგზავრად სიყვარულით აირჩია, ამ ქალს იგი ჭეშმარიტად უერთგულებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge