მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სქესის თითქმის ყველა წარმომადგენელი გულის სიღრმეში მაინც პოლიგამიისკენაა მიდრეკილი, არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომელსაც მოკლევადიანი სასიყვარულო გატაცებებისკენ გააჩნია მიდრეკილება.
მათ ხშირად ერთი ნახვითაც უყვარდებათ ლამაზი მანდილოსანი, თუმცა ის, თუ რამდენად ხანგრძლივია მათი ეს "სიყვარული", უკვე სხვა საკითხია.
ასტროლოგების აზრით, ყველაზე მარტივი ქალისთვის სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცისთვისაა თავის შეყვარება. მათ შორის ყველაზე სუსტი გულისები მშვილდოსნები არიან. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი დაუღალავი მოარშიყეა და აღმერთებს ახალ-ახალ, სასიყვარულო თავგადასავლებს. მისი მოხიბვლა ქალს მხიარული ხასიათით, კომუნიკაბელურობითა და ხმამაღალი სიცილით შეუძლია.
მეორე საპატიო ადგილს ლომები იკავებენ. ლომ კაცს სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამიტომ მას ჰაერივით ესაჭიროება ახალ-ახალი თაყვანისმცემელი. იგი იხიბლება ქალით, რომელსაც უნარი გააჩნია, აღფრთოვანება გამოხატოს, ხშირად შეაქოს და წაახალისოს იგი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge