საინტერესოა, როგორ ესმის სიტყვა "წარმატების" დეფინიცია თითოეულ თქვენგანს?
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშნებს შორის გამორჩევით ოპტიმისტი, ქუდბედიანი და წარუმატებელი, დეპრესიისკენ მიდრეკილი ნიშნები არსებობენ. თუმცა ნებისმიერ ნიშანს გააჩნია მინიმუმ სამი უარყოფითი თვისება ხასიათში, რაც მას ხელს უშლის იმაში, რომ მიაღწიოს წარმატებას:
ვერძს – უტაქტობა, სიხისტე და ფიცხი ხასიათი უღობავს გზას წარმატებისკენ.
კუროს – სიჯიუტე, სიახლეების ძნელად მიღება-ათვისების უნარი და სწორხაზოვნება.
ტყუპი ყველაზე მეტად ცვალებადობით, ზედმეტი ლაქლაქისკენ მიდრეკილებითა და უგულისყურობით სცოდავს.
კირჩხიბს მერკანტილურობა, გადამეტებული სიფრთხილე და მორცხვობა უშლის ხელს.
ლომი ყველაზე ხშირად პროფესიულ მარცხს განიცდის საკუთარი მედიდურობის, ამპარტავნული გამოხდომებისა და სხვათა აზრის იგნორირების გამო.
ქალწულს მეწვრილმანეობა, პესიმისტური ხედვა და დეტალებზე ზედმეტი ფიქსაცია უშლის ხელს.
სასწორს მერყევი ხასიათი, ხათრიანობა და მუდმივად სხვების იმედზე ყოფნა აზარალებს მუდამ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge