ბოლო პერიოდის მანძილზე აქტუალური გახდა თემა "ჩაიზე დაპატიჟების" შესახებ...
ამაში უცნაური არც არაფერია, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მერწყულის ეპოქაში ვიმყოფებით და მერწყული, თავის მხრივ, მეგობრობის სახლის მმართველია.
ჭიქა ჩაის თანხლებით ხომ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე შეიძლება სასიამოვნო მასლაათში გაატაროთ საღამოები მეგობრებთან ერთად. თუმცა, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, შეიძლება დადგენა, ხასიათის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ჩაი შეგეფერებათ უფრო თუ ყავა..
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ყავის მოყვარულებს შორის ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნები ლიდერობენ. მათი ენერგიული ცხოვრების სტილი გამუდმებით ითხოვს "დოპინგს" აქტიური რიტმის შესანარჩუნებლად. ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს ამერიკანო-ესპრესო შეეფერებათ; ტყუპებს, მერწყულებს და სასწორებს - ლატე ან კაპუჩინო.
იხილეთ სრულად: astrologi.ge