ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებულ ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური აღქმა გააჩნია იმისა, თუ რა არის სიმყუდროვე და საკუთარი ჭერის ქონა თავზე.
ამასთან ერთად, ნებისმიერ მათგანს აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის გარემო და ინტერიერი შეეფერება საიმისოდ, რომ სახლში თავი კომფორტულად იგრძნოს...
ვერძისთვის საჭიროა სახლი, სადაც დიდი სივრცეა, მინიმალური ავეჯი დგას და აუცილებლად მოიძებნება ვეებერთელა პლაზმური ტელევიზორი.
კუროსთვის იდეალურია ეზოიანი სახლი, მწვანე კოინდარითა და ფანჩატურით. თუ ამას ვერ შესწვდება, აივნიანი ბინა მაინც უნდა იქონიოს, სადაც ნაირ-ნაირ მცენარეს მოაშენებს.
ტყუპს, პირველ რიგში, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ესაჭიროება. გარდა ამისა, მისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი რბილი ავეჯი – პუფი, სავარძელი და ა.შ.
კირჩხიბი თავს შესანიშნავად გრძნობს სახლში, რომელიც წინაპრებისგან დანატოვარ რელიკვიებსა და თანამედროვე დიზაინით შექმნილ ავეჯს აერთიანებს. წარსულისა და აწმყოს სინთეზი არქიტექტურაში საუკეთესო ვარიანტია მათთვის.
ლომს მაქსიმალურად მდიდრული, ფართო და კაშკაშა აპარტამენტები ესაჭიროება. სასურველია, ბინა იყოს დუპლექსის ან ტრიპლექსის ტიპის, ძვირად ღირებული ავეჯითა და ცნობილი მხატვრების ტილოებით გაფორმებული.
ქალწული მინიმალიზმისა და კომფორტის მოყვარულია. ამიტომ მას მომცრო, მაგრამ ყოველგვარი კომფორტით აღჭურვილი ბინა ესაჭიროება, სადაც არაფერი უნდა იყოს ზედმეტი ან ქაოსური.
სასწორი ყველაფერში სილამაზეს და ჰარმონიას ეძებს. ამიტომ მისთვის საჭიროა ბინა, რომელსაც უამრავი ლამაზი აქსესუარით, სუვენირითა და ნახატებით მორთავს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge