ამბობენ, ქალებს ყურებით უყვართო. შესაბამისად, იმის მიხვედრას და გამოცნობას, თუ რას ფიქრობს კონკრეტული ინტერესის ობიექტი მამაკაცი ქალზე, არაერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი ჩაუგდია საგონებელში...
კაცების დიდ ნაწილს ხომ ენის მოჩლექით საუბარი ნაკლებად ეხალისება და არც შეუძლია. მოდით, ასტროლოგიურად დავადგინოთ, როდის არის სახეზე რეალური "სიმპტომები" იმისა, რომ მამაკაცს უყვარხართ:
ვერძი – უყვარხართ მაშინ, როცა ხშირად გეჩხუბებათ და ცდილობს, კამათში გამოგიწვიოთ; გამუდმებით უკან დაგდევთ და დღეში რვაჯერ გირეკავთ; ზღაპრული ჯინივით ჩნდება ყველა იმ ადგილას, სადაც თქვენ გადაადგილდებით და მოძრაობთ.
კურო – უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან ერთად განიხილავს მისთვის მოსაწონი სახლის დიზაინს, არჩევს ლანდშაფტის რაკურსსა და ხედებს, გიზიარებთ საკუთარ კულინარიულ სიმპათიებს.
ტყუპი – უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს, გამუდმებით გელაპარაკოთ. მას ზოგადადაც ძალიან უყვარს საუბარი, მაგრამ ობიექტებს ხშირად იცვლის. თუკი უყვარხართ, ყოველთვის მონახავს თემას თქვენთან სამასლაათოდ.
კირჩხიბი – უყვარხართ მაშინ, როცა ზუსტად იცის, ყავაში რამდენ კოვზ შაქარს იყრით, ზღვის პროდუქტებზე გაქვთ ალერგია თუ ვეგეტარიანელი ხართ.
ლომი – უყვარხართ მაშინ, როცა თქვენთან სურს დღის ბოლოს სამსახურებრივი საქმეების მოყოლა-განხილვა, თავს იწონებს მიღწევებით და გიზიარებთ სამომავლო გეგმებს.
ქალწული – უყვარხართ მაშინ, როცა სურვილი აქვს და არ ეზარება, მოგიაროთ გაციების დროს. ძალიან უყვარხართ, თუკი თავის პიჟამას ან სვიტერს გათხოვებთ დროებით.
სასწორი – უყვარხართ, თუკი სურვილი აქვს, თქვენთან ერთად საზოგადოებაში მოიწონოს თავი. მით უმეტეს, თუკი ხშირად იჩენს ინიციატივას, შეგმოსოთ მისი გემოვნების მიხედვით.
სრულად იხილეთ: astrologi.ge