ადამიანებს ხასიათის შტრიხებში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვთ საერთო.
თუმცა, ასტროლოგები არაერთგზის უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნად მატყუარა ვერძიც არსებობს, ძუნწი მშვილდოსანიც, ფულის მფლანგველი კუროც და ხისთავიანი სასწორიც...
ამიტომ ნურაფერი გაგიკვირდებათ, ყველაფერი ხომ მაინც ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკის დეტალებზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც არსებობს კონკრეტული რჩევა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ აფერისტი. აფერისტობით კი ყველა ნიშანი სხვადასხვაგვარად აფერისტობს... მოდით, სათითაოდ განვიხილოთ ყველას შემთხვევა:
აფერისტი ვერძი ზედმეტად თავაზიანი იქნება თქვენ მიმართ.
აფერისტი კურო აუცილებლად დაგპატიჟებთ ლანჩზე თავისი ხარჯით.
აფერისტი ტყუპი უახლოესი ნახევარი საათი მდუმარებაში გაატარებს და ყველანაირი ძალების დაძაბვით ეცდება მოგისმინოთ (ან ისეთი სახე მიიღოს, რომ გისმენთ).
აფერისტი კირჩხიბი გულმოწყალედ დაგითმობთ სამსახურში უკანასკნელ კოვზ ყავას.
აფერისტი ლომი აუცილებლად გეტყვით: "რაშიც გინდა, მიმსახურე"!
აფერისტი ქალწული მშვიდად მიალაგებს თქვენ მიერ არეულ მის სამზარეულოს.
აფერისტი სასწორი დაგაიმედებთ, რომ თქვენ მაგივრად მოაგვარებს პრობლემებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge