ალბათ, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ აქვს იმის გაცნობიერებული მოთხოვნილება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებში შეგნებულად ჩაერთოს ან გამოიწვიოს იგი.
თუმცა, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია აგრესიის გაცემის (ნგრევისკენ) მიდრეკილება, მაშინ, როცა რიგი ნიშნისა პირიქით, ქვეცნობიერად მიდრეკილია მიიღოს (მიიზიდოს) ეს აგრესია ან აგრესორი.
ამერიკელმა ასტროლოგებმა, შეისწავლეს რა არაერთი კრიმინალური ქეისი და საქმე, საინტერესო დასკვნა გააკეთეს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები იზიდავენ რეალურ ცხოვრებაში ყველაზე ხშირად აგრესიულ ინდივიდებს და არიან ზოგადად, აგრესიის მსხვერპლნი.
მათ შორის ე.წ. მსხვერპლის ყველაზე დიდი პროცენტული ოდენობით მოხვდნენ კირჩხიბები 92% – აღმოჩნდა, რომ კირჩხიბის ნიშანს ძალზე ხშირად გააჩნია მიდრეკილება თვითგვემისა და ტანჯვისკენ, რაც როგორც წესი, მისკენ აგრესიულ, დესპოტ ადამიანებს ავტომატურად იზიდავს.
მეორე ადგილს იკავებენ სასწორები 88% – როგორც ასტროლოგებმა დაადგინეს, სასწორის ნიშნით დაბადებულთა შორის უფრო მეტი ფსიქოლოგიური ძალადობის ან სხვადასხვა ტიპის კორპორატიული ინტრიგების მსხვერპლი გვხვდება. მიზეზი ამისა კი არის ის, რომ სასწორთა უმეტესობას არ აქვს ნიჭი, დროულად და რაც მთავარია, გადაჭრით თქვას სიტყვა "არა".
იხილეთ სრულად: astrologi.ge