მეგობრობასა და მეგობრებზე აზრი და შეხედულება ხშირად ეცვლებათ ადამიანებს, იმის მიხედვით, თუ რა ასაკობრივ კატეგორიას გადიან.
ახალგაზრდობაში ჩვენ მზად ვართ, ლამის მთელ სამყაროს ვემეგობროთ. წლების მატებასთან ერთად განსაცდელები და სირთულეებიც მატულობს... ასეთ დროს სამეგობროს პირველი "გაფილტვრა" ხდება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ეს დაახლოებით 27-30 წლის ასაკია.
ამის შემდგომ შეძენილი მეგობრები გაცილებით უფრო მყარ ადგილს იკავებენ, როგორც წესი, ჩვენს გულშიც და ცხოვრებაშიც, მაგრამ ყველაფერი ხდება, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. ასტროლოგები თვლიან, რომ მეგობრობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია ყველაზე უკეთ.
იგულისხმება ნდობა, ერთგულება, გატანა და დაფასება. მოდით, თვალი გადავავლოთ საუკეთესო სამეულს და იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას არ ეთანხებით, გახსოვდეთ - ნიშნის ატიპურ წარმომადგენელთან გქონიათ საქმე.
ლომი - ლომის ზოდიაქო გულუხვობით და დიდსულოვნებით გამოირჩევა. ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება. ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას.
მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო. ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან.
ამიტომ თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგანობა მოუწყეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.
მშვილდოსანი -ეს ხალხი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფაქტობრივად, მეგობრებისთვის ცოცხლობს. მშვილდოსნები ოპტიმიზმის, ხალისის და იუმორის აურას ასხივებენ ყველგან. რა გასაკვირია, რომ მათკენ ადამიანები ყოველთვის მიილტვიან, პოზიტიური ინდივიდის გვერდით ყოფნა ხომ ყველას უნდა.
ამიტომაც არის, რომ მშვილდოსნებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ საზოგადოების სხვადასხვა წრეში. ისინი სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ნებისმიერ სიტუაციაში, როცა მათ მეგობარს რაიმე გასაჭირი ადგას. ამასთან ერთად, ამ დროს შესაძლოა საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალონ. როცა მეგობარს სჭირდება, მშვილდოსანი არასოდეს დაიხევს უკან.
იგი იშვიათი სიალალით და პირდაპირობით გამოირჩევა, შესაბამისად, იშვიათად პირფერობს მეგობრებთან და ყოველთვის ცდილობს (თუმც კი ზოგჯერ ძალიან მწარედ), სიმართლე და რეალური სიტუაცია დაანახვოს ახლობელ ადამიანს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge