ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ლამაზი, ნაკითხი, განათლებული, პროფესიულად შემდგარი და წარმატებული ქალი, რომელსაც რატომღაც პირადი ცხოვრება აქვს მაინცდამაინც "ჩაკეტილ წრედ" ქცეული.
ასტროლოგიურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ სულაც არ აღიქვამს ბევრი მათგანი მარტოობას კატასტროფად... და გვიან, მაგრამ მაინც ახერხებს ასეთი ქალი, იპოვოს ნანატრი ბედნიერება, მაშინ, როცა მას საერთოდ აღარც ეძებს...
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ორგვარ ტიპაჟს ვხვდებით. ერთნი ძალიან ადრეულ ასაკში ახერხებენ დაოჯახებას, შვილების გაჩენას და რამდენჯერმე განქორწინებას... მეორენი კი თავს მთლიანად კარიერას უძღვნიან და საკმაოდ გვიან ასაკში იცლიან დიასახლისის როლის მოსარგებად.
ვერძისთვის დამოუკიდებლობაა ამოსავალი წერტილი ცხოვრებაში. შესაბამისად, თუკი ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, იგი მაქსიმალურად ეჯაჭვება თავისუფალი ცხოვრების წესს და საბოლოოდ, გონივრული არჩევანის მიხედვით - აბსოლუტურად გააზრებულად ირჩევს მამაკაცს ცხოვრების მეგზურად.
თხის რქა - მათი უმრავლესობა, როგორც წესი, სტუდენტობის ასაკში, მხოლოდ სწავლით და სამომავლო კარიერაზე ფიქრითაა დაკავებული. იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც ნაადრევად დაოჯახებას ჩქარობს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ბუნებით უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. შესაბამისად, უღირს მამაკაცთან ცხოვრების გატარებას ხშირად აბსოლუტური მარტოობა ურჩევნიათ. თუმცა მათი უმეტესობა გვიან ასაკში მაინც ახერხებს შესაფერისი მეწყვილის პოვნას, პროფესიულად შემდგარი, კარიერისტი მამრობითი სქესის წარმომადგენლის სახით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge