2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია და თუ ჩინური ტრადიციით თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, დამდეგ წელიწადში მას შეცვლა მოუწევს!
პირველ ადგილზე ამ წელს სწორედ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი იქნება, ყველაფერი დანარჩენი კი – მაღალი მატერიები, რომანტიკა, მეოცნებეობა და იდეალიზმი მეორე, ხანდახან კი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
ჰოროსკოპი 2015 – ვერძი
ვერძებს 2015 წელს ბევრი მუშაობა მოუწევთ, თუმცა მათი ძალისხმევა სამსახურში დაწინაურებით და მათი დამსახურების დაფასებით დაჯილდოვდება. ნუ დამალავთ თქვენს ამბიციებს, მაგრამ ნურც გარშემომყოფების თქვენი ნებისთვის დამორჩილებას მოინდომებთ, რადგან მათი მხრიდან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდებით.
იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ და ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. 2015 წელს თქვენ მოქნილობისა და ლოიალობის სწავლაც მოგიწევთ. გამოიჩინეთ ეშმაკობა და ყველაფრის შუბლით გატანას ნუ შეეცდებით. პირად ცხოვრებაში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს.
თხა სიყვარულით აღსავსე არსებაა, თუმცა ურჩევნია, მას აღმერთებდნენ, ვიდრე თავად უყვარდეს. ამიტომაც თქვენც სიყვარულისა და სექსუალური სიამოვნებისთვის მეტი დროის დათმობა მოგესურვებათ. ამას ხელს ვერ შეუშლის გარკვეული არასტაბილურობა საქმიან სფეროში, რომელსაც სასურველი შედეგით მოგვარებისთვის ყურადღება ესაჭიროება.
ღირსშესანიშნავი მოვლენები წლის მეორე ნახევარში, ზაფხულის შემდეგ მოხდება, თანაც შესაძლოა ერდროულად პირად და საქმიან ცხოვრებაში. გარდა ამისა, თქვენ გრანდიოზული საჩუქარი ან ძალიან მსხვილი და მოულოდნელი მოგება გელით.
ჰოროსკოპი 2015 – კურო
კუროებისთვის საკმაოდ რთული წელი დგება, რადგან მათ ცხოვრების ჩვეული წესიდან გადახვევა და საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდა მოუხდებათ. სტაბილურობამ, რომელშიც კუროები მთელი 2014 წელი ცხოვრობდნენ, ისინი ცოტა მოშვებულები გახადა, ლურჯი თხა კი კუროებს ენერგიულ მოქმედებას აიძულებს.
შეიძლება ხელმძღვანელობას ან თქვენს დაქვემდებარებულებს დაუპირისპირდეთ, ხოლო ინტერესების სხვაობისა და სურვილებისა და ვალდებულებების შეუსაბამობის მიზეზით წარმოქმნილი შინაგანი კონფლიქტის გამო პრობლემები ოჯახშიც შეგექმნათ. ნუ იქნებით ძალიან ჯიუტი.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, თხა არა მხოლოდ ახალი საქმის დაწყების შანსს გაძლევთ, არამედ მის წარმატებით გაგრძელებას გპირდებათ. მთავარია, აქტიურად იმოქმედოთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მარტოხელა კუროები პირადი ცხოვრების აწყობას შეეცდებიან და მათი ძალისხმევა ამაო რომ არ იყოს, ამისთვის მცირედით კმაყოფილების მიღწევა უნდა ისწავლონ. ნუ დაუწყებთ ძებნას პრინცს ან პრინცესას, მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ, ბედნიერებას სწორედ მათ შორის აღმოაჩენთ, ვისაც დიდი ხანია იცნობდით.
ჰოროსკოპი 2015 – ტყუპი
ტყუპები 2015 წელს შესანიშნავად იგრძნობენ თავს, რადგან თავიანთი თანდაყოლილი არტისტიზმისა და მჭევრმეტყველების გამოყენებას მაქსიმალურად ეფექტურად შეძლებენ.
თქვენ იოლად დაარწმუნებთ გარშემომყოფებს თქვენს განსაკუთრებულობასა და შეუცვლელობაში და ამით სოციალური თუ კარიერული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლასაც მოახერხებთ. გამოიყენეთ დაგროვილი გამოცდილება, იყავით ბრძენი და დახვეწილი; ეცადეთ, გარშემომყოფების შესახებ თქვენი უარყოფითი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ, მით უმეტეს, თუ ამ კონკრეტულ ადამიანებზე თქვენი ბედია დამოკიდებული.
2015 წელს მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ მიუტევოთ ადამიანებს წყენა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თქვენი უადგილო შურისძიება დიდი ხნის შრომით მოპოვებული კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს. ამის დაშვება კი არ შეიძლება, რადგან 2015 წელს თქვენს მომავალ სტაბილურ კეთილდღეობას ეყრება საფუძველი. ამ წელს გამოჩენილ სიბრძნესა და მახვილგონიერებაზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება მომავალი წლების განმავლობაში. თუ მეორე ნახევარი კიდევ არ გიპოვიათ, მომავალ საყვარელ ადამიანს შესაძლოა ხალხმრავალ გასართობ ღონისძიებაზე ან დასასვენებლად ყოფნის დროს გადააწყდეთ.
ჰოროსკოპი 2015 – კირჩხიბი
კირჩხიბებს მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად 2015 წელს ბევრი შრომა დასჭირდებათ. დაივიწყეთ თქვენი ინფანტილურობა, ნურავის დაუთმობთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით ან აუცილებელი მანიპულაციების შემდეგ შეიძლება თქვენი საკუთრება გახდეს.
გამოძვერით "ბუნაგიდან" და დაიწყეთ ადამიანებთან ურთიერთობა – 2015 წელს კავშირები და ნაცნობობა უზარმაზარ სარგებელს მოგიტანთ. ამ წელს გეძლევათ "ოქროს მარაგის" შექმნის შანსი, რომელიც სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რადგან ფინანსურად დაცულად იგრძნობთ თავს. ამ წელს ნუ მისცემთ თავს შეუმჩნევლად დარჩენის ნებას, მორცხვობა არაფერში გამოგადგებათ. რასაკვირველია, საკუთარ ღირსებებზე ქუჩაში ხმამაღლა ყვირილი საჭირო არ არის, მაგრამ დახვეწილი პრომოუშენი და საზოგადოებაში პოზიციონირება თქვენს კარიერას ძალიან წაადგება.
ოჯახში სტაბილურობის პერიოდი დაგიდგებათ, თუ თქვენი მეუღლე რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი არ არის – ამ შემთხვევაში სკანდალები და ურთიერთობების მეტად "ხმამაღლა" რკვევა გელოდებათ. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, 2015 წელს სოციალური სტატუსის შეცვლის იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრება მცირე რომანებით გამრავალფეროვნდეს, მაგრამ ამაზე შორს არ წავა. წლის მიწურულს კი თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი იწყება.
ჰოროსკოპი 2015 – ლომი
ლომებს 2015 წელი პირად ცხოვრებაში მხოლოდ იმედგაცრუებებს მოუტანს, რადგან მათ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება არ დააკმაყოფილებთ. სასიყვარულო პრობლემებს კი ლომები მატერიალურ საკითხებში წარმატებით აინაზღაურებენ.
ყველა ახალ პროექტს, რასაც საქმიანი პარტნიორები ან ხელმძღვანელობა მოგაწვდით, კბილებით უნდა ჩაეჭიდოთ. ბევრი მუშაობით სულიერ წონასწორობასაც შეინარჩუნებთ და აქამდე თითქოსდა მიუწვდომელ სიმაღლეებსაც მიაღწევთ. მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და არ გადაწყვიტოთ, რომ ეს ყველაფერი ამაოა. 2015 წელს დასვენების დრო არ არის! უფრო მეტიც, არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი პოზიციის დაცვა, რათა გარშემომყოფებმა არ გადაწყვიტონ, რომ იოლი საკბილო ხართ.
ნუ მოერიდებით მბრძანებლობის გამოვლინებას და იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ თქვენი ავტორიტეტული ცოდნა აღიარებას იმსახურებს. ბრძოლაში ჩაბმის ნუ შეგეშინდებათ – დაპირისპირებიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოხვალთ. შევაჭრებასაც არ მოერიდოთ. მართალია, ეს არაა მეფური საქმე, მაგრამ თუ საუბარი ხელფასის მომატებას თუ ვინმესგან ლგოტური პირობების "ხელიდან გამოგლეჯას" ეხება, არაფერი უჭირს, ეს გვირგვინს არ დაგაკარგვინებთ.
ჰოროსკოპი 2015 – ქალწული
2015 წელს ქალწულებს გრანდიოზული წარმატებები ელით, თუ ცვლილებების წინაშე შიშს გადალახავენ. მთავარია, ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თამამად დაიწყეთ პატივმოყვარული გეგმების დაწყობა, თუმცა მათი რეალობაში განხორციელება არ უნდა გააჭიანუროთ. ბევრი ახალი შეხვედრა გელით, რომელთაგანაც რამდენიმე საბედისწეროც კი შეიძლება აღმოჩნდეს. და მართალია, თქვენ ერთი ნახვით შეყვარება არ გჩვევიათ, ერთ-ერთმა ადამიანმა ეს შეიძლება დაგავიწყოთ. გასულ წლებში თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეთ, 2015 წელს კი მიღწეული წარმატებებით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და შედეგები უნდა გააუმჯობესოთ, თუნდაც ამისთვის სამსახურის შეცვლა დაგჭირდეთ.
დაუფიქრებლად ნუ იტყვით უარს მომხიბლავ წინადადებებზე. თუ იმიჯის შეცვლა დაგჭირდებათ, თავს ნუ შეიკავებთ, ასე ახალ სიტუაციას უფრო იოლად მოერგებით. ეცადეთ, იმდენად გამორჩეული გახდეთ, რამდენადაც ამას საკუთარ თავთან ჰარმონიაში დარჩენის პირობა მოგცემთ.