როგორ გგონიათ, აუტანელი ხასიათი და ზოგადად, სოციუმთან რთულად თავსებადობის ფენომენი კონკრეტულად ადამიანის რა თვისებებიდან მომდინარეობს?
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ხშირად ვხვდებით ხალხს, ვისთან ურთიერთობაც ერთმნიშვნელოვნად რთული, დამღლელი და ხშირად აუტანელიც კია გარშემომყოფთა უმეტესობისთვის.
თუმცა ხომ გაგიგონიათ, "არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე". ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას ნუ მიიღებთ როგორც კანონსა და აქსიომას, რაღა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ, თუმცა გამონაკლისის არსებობაც ყოველთვის ამტკიცებს წესს.
მაშ ასე, ყველაზე რთულად საკონტაქტო, "მძიმე ხასიათის" და ძნელად თავსებად ინდივიდებს შორის შემდეგი ნიშნები მოხვდნენ:
ვერძები 78% - მათ ბრალს უმეტესად კონფლიქტურობაში, უტაქტო გამოხდომებში, სიფიცხესა და აგრესიულობაში სდებენ.
კირჩხიბები 88% - ასტროლოგები თვლიან, რომ წუწუნი, ფაქტობრივად, არარსებული პრობლემების გამო, დეპრესიული ხასიათი და პანიკიორობა კირჩხიბის ხასიათის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისებებია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge