როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. ეს მარტოოდენ არასრულფასოვანი ემოციაა, რომელიც როგორც წესი ნერვების, დროისა და რესურსების ფუჭად ხარჯვის მიზეზია მხოლოდ.
ასტროლოგიურად რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით იგივე ვერდიქტის გამოტანა შეგვიძლია, იმ მცირე განსხვავებით, რომ შესაძლებელია ზოგჯერ, ცხოვრებაში კარმული ვალის გადასახდელად გვეძლეოდეს ზემოხსენებული "მტანჯველი ურთიერთობა".
თუმცა, ამჯერად კარმულ ასტროლოგიაზე არ გვექნება საუბარი. დღეს ვისაუბრებთ მიზეზებზე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმისა, თუ რატომ არ უჩნდება მამაკაცს ქალის მიმართ სიმპათია ან მიზიდულობა.
ვერძი არასოდეს დაინტერესდება თქვენით თუკი თქვენ აქტიური ქალი ხართ. იქით იჩენთ ინიციატივას, ურეკავთ, უყენებთ ულტიმატუმს, აიძულებთ სიტუაცია მართოთ.
კუროს სიცივის მიზეზი თქვენს არასტაბილურ ხასიათში უნდა ეძებოთ. როგორც ჩანს, მის თვალში ემოციურად არამდგრადი, ჭირვეული ქალის იმიჯი ჩამოგიყალიბდათ ამიტომაც არ გენდობათ იგი.
თუკი ტყუპის ყურადღების მიქცევას ვერ ახერხებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად "ღარიბი" ან მენტალურად მოსაწყენი ადამიანი ხართ მის თვალში.
კირჩხიბი თუ არ გიკარებთ სათოფეზე ე.ი. უხეში, ნაკლებად ტაქტიანი, პირდაპირი და ხმაურიანი ქალი ხართ. ასეთი ქალი კი ნებისმიერ კირჩხიბს აფრთხობს.
ლომს თუ არ მოუხევდით თვალში, როგორც ჩანს თქვენში მეწვრილმანე, ძუნწი და ზედმეტად ეშმაკი ქალი ამოიცნო, რომელიც ურთიერთობაში მეშჩანურ ელემენტებს აყენებს წინა პლანზე.
ქალწულის სიმპათიას ვერ იმსახურებთ? ე.ი. მიზეზი თქვენი იმიჯი და ჰიგიენისადმი დამოკიდებულებაა. იქნებ სხვები ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ ქალწულის შემთხვევაში დაუვარცხნელი თმა, მოუწესრიგებელი სახის კანი ან ფრჩხილებზე გადაცილებული ლაქი უდიდესი ბარიერია მისთვის თქვენთან ურთიერთობის დასაწყებად.
იხილეთ სრულად: astrologi.ge