ალბათ, ყველა წყვილს ამქვეყნად, ინდივიდუალური სასიყვარულო და ქორწინების ისტორია აქვს.
მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებული ოჯახური ცხოვრება მოკლე ხანში დრამატულად სრულდება.
მაინც რატომ ხდება ასე? ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ხასიათში სულ მცირე, სამი უარყოფითი სახასიათო შტრიხი გააჩნია, ოჯახი კი, მოგეხსენებათ, კომპრომისებზეა აგებული. ამიტომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ სამი ოქროს წესი საიმისოდ, რომ ჰარმონიული ოჯახური ცხოვრება, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიდან გამომდინარე, ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.
ვერძმა უტაქტო საქციელი, სიფიცხე და ეგოისტური დამოკიდებულება უნდა აკონტროლოს პარტნიორის მიმართ.
კურომ სიჯიუტე, ცხოვრებისეული საკითხების მიმართ ზედმეტად კონსერვატორული მიდგომა და სიახლეებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა მოიშალოს.
ტყუპისთვის დამახასიათებელი ზედაპირული მიდგომა სერიოზული პრობლემების მიმართ, ხასიათის ცვალებადობა და უპასუხისმგებლობა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი.
კირჩხიბს მოეთხოვება, პარტნიორის მიმართ ზღვარგადასული მესაკუთრული გრძნობები აკონტროლოს, ნაკლებად ჩარიოს პირად ურთიერთობაში ოჯახის წევრები (განსაკუთრებით, დედა) და მელანქოლიის შემოტევის დროს არ ჩაიკეტოს თავის თავში.
ლომისთვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მეუღლე მისი მონა/საკუთრება არ არის. ამასთან ერთად, ლომს ასევე მოეთხოვება, პატივი სცეს მეორე ნახევრის პროფესიულ მიღწევებსა და მისწრაფებებს, ნაკლებად შეუზღუდოს მას თავისუფლება.
ქალწულის პრობლემა ძირითადად მისი მეწვრილმანე ხასიათია. ასტროლოგები ურჩევენ ქალწულს, მეორე ნახევართან დამოკიდებულებაში სიძუნწე არ გამოიჩინოს, ნაკლებად ჩაიციკლოს დეტალებზე და გაგებით მოეკიდოს ამ უკანასკნელის ნაკლოვანებებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge