ქალები რომ ზოგადად, სუსტი სქესის წარმომადგენლობის შესაბამისად, სუსტი ნერვული სისტემის პატრონები არიან, ალბათ, ყველა დამეთანხმება ამაში.
გამოხატული ემოციურობა მამაკაცზე მეტად ქალს ახასიათებს. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ძლიერ განცდებს არასოდეს განიცდიან. განიცდიან და მერე როგორ? ხშირად ქალებზე მეტადაც კი.
უბრალოდ, კაცური თავმოყვარეობა არ აძლევს ბევრ მათგანს უფლებას, ეს ყველაფერი ისტერიკამდე მიიყვანოს. რაც შეეხებათ ქალებს, მათ ხშირად ისტერიკული საქციელიც საპატიოდ ეთვლებათ საზოგადოებაში – "ქალია და ეპატიებას" პრინციპით. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ემოციების კონტროლი ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის ეტიკეტის ნორმა უნდა იყოს ხალხში.
დღეს მინდა სამი ყველაზე სენსიტიური ქალბატონის შესახებ ვისაუბროთ, რომელთაც ასტროლოგები "პოტენციური ისტერიჩკების" შავ სიაში ათავსებენ. მინდა, ასევე, გითხრათ ისიც, რომ აუცილებელი არ არის, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნის ყველა წარმომადგენელი გამოირჩეოდეს არამდგრადი ფსიქიკით.
მოგეხსენებათ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ კოსმოგრამაზეა დაფუძნებული ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ნერვების სიმყარეც.
კირჩხიბი – მთვარით მართული ქალები, როგორც წესი, ყოველთვის ცვალებადი ხასიათით არიან გამორჩეულნი. კირჩხიბის მმართველი კი სწორედ რომ ეს მნათობი გახლავთ. ტიპური კირჩხიბი შინაგანად ძალიან ემოციური, ბუტია და სენსიტიური პიროვნებაა.
მას, რა თქმა უნდა, შეუძლია თავი ხელში აიყვანოს და თანდაყოლილ გარდასახვის უნარს მიმართოს მანამ, სანამ მისთვის სასურველ მამაკაცს ჩაიგდებს ხელში. მაგრამ, როცა თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად დაიგულებს, მერე იწყება მისი (და პარტნიორის) ტანჯვა მუდმივი ეჭვიანობის სცენებითა და ხშირ-ხშირი გაბუტვებით. ღმერთმა ნუ ქნას, მამაკაცმა ხუმრობით მაინც უთხრას, რომ ჩემოდანს ალაგებს მისგან სამუდამოდ წასასვლელად. კირჩხიბის შემთხვევაში ისტერიკა გარანტირებული იქნება.
სასწორი – როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მოქნილობით, დიპლომატიურობითა და გამოკვეთილი ხასიათის სირბილით გამოირჩევიან. თუმცა, სწორედ ეს ზემოხსენებული სირბილე და სხვისი აზრის გავლენაში მოქცევის ჩვეულება ხდება ხშირად ბევრი სასწორისთვის ნევროზისა და მწვავე დეპრესიის მიზეზი.
როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მუდმივად ცდილობენ, "ოქროს შუალედის" პრინციპი არასოდეს დაარღვიონ ურთიერთობაში, რის გამოც მუდმივად უხდებათ დათმობა, გატარება, თავის ქნევა მეორე ნახევრისთვის, რომელიც ხშირად სრულებითაც არ აფასებს სასწორის კომპრომისზე წასვლის უნარს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge