თუკი თქვენ აქტიური ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ალბათ, ხშირად აღშფოთებულხართ იმ ხალხის საქციელით, ვისაც ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმაც კი საშინლად უჭირს.
ზოგჯერ ინდივიდის ამგვარი საქციელის მიზეზი უცოდინრობა ან დაბალი ინტელექტი როდია. ასეთ ადამიანს შესაძლოა ბევრზე უფრო მაღალი ერუდიციის დონეც ჰქონდეს, მაგრამ შინაგანი ემოციურობა და განცდები უშლიდეს ხელს საკუთარი პოტენციალის სწორად გამოვლინებაში.
ამიტომ ადამიანები მხოლოდ იმის მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ, რა გააკეთეს, არამედ იმის მიხედვითაც, რისი გაკეთება შეეძლოთ.
ჩვენი ერთგული მკითხველების თხოვნით, დაიბადა იდეა, გაგვეცნო თქვენთვის ყველაზე მორცხვი და თამამი ზოდიაქოს ნიშნების სამეული. თუმცა, აქვე მინდა ისიც გაითვალისწინოთ, რომ მორცხვი მშვილდოსანიც არსებობს ბუნებაში და კომუნიკაბელური თევზებიც.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენს პიროვნება საკუთარი ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს.
ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და სითამამე ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვისაა უფრო დამახასიათებელი. ამიტომ ოქროს სამეულიც სწორედ მათ შორის პოზიციონირებს:
ვერძი – 97%-ით მათი სითამამე ზოგჯერ სითავხედესაც კი უტოლდება.
ტყუპი – 91%-ით ამ ხალხს უნარი აქვს, ნებისმიერთან გააბას პოლემიკა და ბაასი.
მშვილდოსანი – 88%-ს ხშირად დაუკვირვებლად ნასროლი სიტყვები და დაპირებები ძვირი უჯდება.
გაცილებით უფრო ასოციალური და მორცხვი ინდივიდების სიაში ხვდებიან წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლები. TOP-სამეულიც ასე გამოიყურება:
იხილეთ სრულად: astrologi.ge