ევროპელი ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დამდეგი თხის (ცხვრის) წელი, თავად ამ ცხოველის ბუნებიდან გამომდინარე, ბიზნესის კუთხით ისეთ ადამიანებს უწევს "ლობირებას", ვისაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება უყვარს
არ ეზარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და ახერხებს, სოციუმის აბსოლუტურად განსხვავებულ ფენებთანაც კი იქონიოს ერთნაირად ლოიალური და დიპლომატიური ურთიერთობა.
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, მომდევნო წელი ფინანსური კუთხით ყველაზე დიდ შანსებს სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის გამოიმეტებს - ეს არის ქალწული, კურო და ტყუპი.
ქალწულის შემთხვევაში ფინანსების გამომუშავება, ალბათ, ყველაზე რთული იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდის ჩათვლით, შავი მთვარე სწორედ ქალწულის ზოდიაქოს გადის.
თუმცა ზაფხულიდან ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ერთმნიშვნელოვნად გაუღიმებს ფორტუნა. მანამდე კი აჯობებს, ქალწულმა მისთვის დამახასიათებელი პედანტურობით დაგეგმოს და ზუსტად გაიანგარიშოს სამომავლო სვლები.
კუროების დიდ ნაწილს მომავალი წლის შუა პერიოდიდან ელის ფინანსური აღზევება. ამ ხალხის უმეტესობა მუყაითი მშრომელია, რასაც პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოში გადანაცვლება ზაფხულიდან, ჯეროვანი დივიდენდებით უპასუხებს.
ამიტომ სწორედ წლის მეორე ნახევარში მიეცემა ბევრ კუროს შანსი, მიმდინარე წლების მანძილზე მუხლჩაუხრელი შრომის შედეგებით დატკბეს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge