მართალია, მიმდინარე ცხენის წელი, ასტროლოგიური კალენდრის თანახმად, ჯერ კიდევ თებერვლამდე ითვლება სიტუაციის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზადება ლურჯი ცხვრის (თხის) დასახვედრად უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევხვდეთ, რა სახის რიტუალების თანხლებით და კონკრეტულად, სად დამდეგ 2015 წელს, ჩვენი საიტი თვის მეორე ნახევარში დაუთმობს აქტიურად სტატიებს.
ამჯერად კი, მინდა მოდის მოყვარულები გავახარო და მოკლედ მიმოვიხილოთ დამდეგი წლისთვის დამახასიათებელი მოდური ტენდენციები, რომელზე გავლენასაც, დიახაც, რომ ახდენს ის ფაქტორი, თუ კონკრეტულად რისი წელი მოდის და რა ფერია მისი უმთავრესი "ლაიტმოტივი".
ასე მაგალითად, გველის წელმა მოდაში სექუინითა და მბრწყინავი ბისერებით გაწყობილი სამოსი დაამკვიდრა, ამჯერად კი ლურჯ თხას ჩვენთვის ულამაზესი პასტელური გამა და ბეწვით (ხელოვნური, ბუნებრივი) გაწყობილ-შეკერილი სამოსის ბუმი მოაქვს.
თუ დააკვირდებით, ჯერ კიდევ შემოდგომიდან მოყოლებული, აქტიური გახდა ე.წ. წყლის ფერის სამოსი – ბაცი ცისფერი, მონაცრისფრო-მტრედისფერი, ღია ვარდისფერი, მოთეთრო-თამბაქოსფერი.
ასეთივე აქტუალიზაცია შეინიშნება ბეწვით გაწყობილი სამოსის კუთხით – მოდაშია "გაბურძგნული" პალტოები, ქურთუკები და მოსაცმელები, ანუ ყველაფერი ის, რაც ცხვართან იწვევს ასოციაციას.
იხილეთ სრულად: astrologi.ge