გიფიქრიათ იმაზე, რომ ავტომობილებსაც კი, რომელთა მიმართაც არაერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ლამის იმავენაირ (თუ გაცილებით მეტს არა) სიყვარულსა და მიჯაჭვულობას განიცდის, როგორც საყვარელი ქალის მიმართ – საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი და დაბადების მონაცემები გააჩნია.
როგორც რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ამტკიცებს, მას საკმაოდ ხშირად მიმართავენ სასურველი და ასტროლოგიურად "თავსებადი" ავტომობილის შერჩევაში დახმარების თხოვნით.
რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, არის ამაში ერთობ გონივრული მიდგომა და რაც მთავარია, ჭეშმარიტების მარცვალი.
ყველაზე სასურველი ვარიანტი იქნება, ავტომობილი მისი გამოშვების წლის და აწყობის (ექსპლუატაციაში გაშვების) თარიღის მიხედვით რომ შეარჩიოთ.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამის ფუფუნება ბევრ ჩვენგანს არ აქვს ან მისთვის მოსაწონი მოდელის შეგულებისას ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად შეეფერება ზემოხსენებული "რკინის ცხენი" მას და მის ასტროლოგიურ რუკას.
თუმცა ისეთი შემთხვევებიც ბევრია ჩვენს რეალობაში, როდესაც ავტომობილს ერთი შეხედვით აბსოლუტურად მოულოდნელ სიტუაციაში უმტყუნებია პატრონისთვის. ბევრისგან გამიგია სხვა ვარიანტიც – რაც ჩამოვიყვანე, ამისმა რემონტმა და ნაწილებმა გამყიდაო. ჰოდა, ბატონებო (და ქალბატონებო), იქნებ ასტროლოგიურადაც გეცადათ სასურველი ავტომობილის შერჩევა?
დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სტატიის ფარგლებში თითოეული თქვენგანისთვის შესაფერისი ავტომობილის შესახებ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, მაგრამ ზოგად სტატისტიკას სიამოვნებით გაგაცნობთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი მოდელის ავტომობილია თქვენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პიროვნებისთვის შესაფერისი:
ვერძს ძლიერი ძრავის მქონე, "გამძლე" ავტომობილი სჭირდება. იდეალურია მოდელები: Audi TT ან Mazda Rx8.
კურო ავტომობილის შეძენისას მის მაქსიმალურ კომფორტულობას და გამძლეობას ითვალისწინებს. შესაფერისი მოდელებია: Toyota, Saab, Volvo.
ტყუპისთვის ავტომობილი ისეთივე აუცილებელი და ორგანული რამაა, როგორიც ხელი ან ფეხი. საუკეთესო არჩევანია შემდეგი მოდელები: Nissan X-trail, Volkswagen Tiguan, Land Rover Freelander.
კირჩხიბი ისეთ ავტომობილს ეძებს, რომელიც მას და მის ოჯახს ხანგრძლივად ემსახურება. ფაქტობრივად, ავტომობილი მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი უნდა იყოს. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ: Opel Zafira, Mazda 5, Honda FRV.
ლომისთვის ავტომობილს ერთგვარი მდიდრული "აქსესუარის" დანიშნულება აქვს. მისით ლომმა, პირველ რიგში, თავი უნდა მოიწონოს საზოგადოებაში. ამიტომ ლომისთვის იდეალური იქნება Mercedes-Benz A-class-ისის ან Nissan Armada-ს ტიპის მოდელები.
ქალწულისთვის ავტომობილის გამძლეობას, კომფორტულობასა და ხარისხს აქვს უდიდესი დატვირთვა. ამიტომ ქალწულმა არჩევანი შემდეგ მოდელებზე უნდა შეაჩეროს: Volkswagen, Land Rover Discovery 3.
იხილეთ სრულად