სანამ 2015 წელი ასტროლოგიური წესების დაცვით შემოაბიჯებს, ჯერ კიდევ თვენახევარზე მეტია წინ.
ამიტომ თებერვლის შუა რიცხვებამდე წლის უშუალო მმართველად ჯერ კიდევ ცხენი ითვლება. რომელმაც გასულ წელს არაერთი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანა მხურვალე რომანები, თავბრუდამხვევი და დრამატული ისტორიები, ხმაურიანი სკანდალები და განქორწინებები.
მოკლედ, ცხენმა "ჩაიქროლა" და ქაოსს, რომელიც ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში შექმნა მისმა ამ ჩამოქროლებამ, ლურჯ-მწვანე ცხვარი დაარეგულირებს.
დიახ, ასტროლოგები თვლიან, რომ დამდეგი 2015 წელი განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს დაწყვილების და სტაბილური, ოჯახური ცხოვრებისთვის მყარი საფუძველის შექმნის საკითხზე.
ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი, მით უმეტეს მათთვის ვინც უკვე დაოჯახებულია – ზაფხულის პერიოდიდან დაიწყება. სწორედ ამ დროიდან გაჩნდება ბევრი წყვილის ოჯახში ეკონომიური პრობლემების მოგვარების რეალური შანსი, რაც დამეთანხმებით თავი და თავია არაერთი ოჯახის დანგრევის ან დანგრევის პირამდე მისვლის შემთხვევაში.
ცხვრის/თხის წელი, ყველა იმ წყვილს მისცემს რეალური ფინანსური წინსვლის შანსებს, რომელთაც მეუღლეობა როგორც ასეთი ამ სიტყვის სრული გაგებით ესმით და ოჯახურ "ჭაპანს" შეხმატკბილებულად ინაწილებენ. ამიტომ ისეთი წყვილები, ვისაც ერთობლივი შრომა და გარჯა არ ეზარება, 2015 წელს საგრძნობ ფინანსურ წინსვლას შეძლებენ ცხოვრებაში.
რაც შეეხება იმ ხალხს ვინც ამ დრომდე, ცალად და მეწყვილის გარეშე დააბიჯებს ქვეყანაზე – 2015 წელი, კონკრეტულად რამდენიმე ნიშანს საკმაოდ სერიოზულ პერსპექტივებს ჰპირდება. შესაძლოა მეწყვილის ამაო და ხანგრძლივი ძიება დაასრულონ კუროებმა, თხის რქებმა, მორიელებმა, თევზებმა და კირჩხიბებმა.
მათთვის წლის მეორე ნახევრიდან რეალური შანსი გაჩნდება დაოჯახების კუთხით. ხოლო რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის ისეთ ნიშნებს როგორიცაა: ლომი და ვერძი, ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ უკვე წლის დასაწყისიდანვე მოემზადონ ახალი, ამაღელვებელი და ლამაზი სასიყვარულო ისტორიის დასაწყებად.
ყურადღება მართებს ამ მხრივ კიდევ ერთ, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს – მშვილდოსანს, მისთვის შესაძლოა პირიქით წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორულ ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების და პრობლემების ხანა დაიწყოს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge