დამდეგი ლურჯი (მწვანე) ცხვრის/თხის წელიწადი, განვლილ 2014 წელთან შედარებით, რომელმაც დამეთანხმებით, არაერთი ვნებათაღელვა, კონფლიქტი თუ ქაოსური სიტუაცია მოიტანა როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით, შედარებით უფრო მშვიდი, პოზიტიური და დადებითი ძვრებით ხასიათდება.
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, 2015 წლის მანძილზე ძირითადი პლანეტარული განლაგება ისეთია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წინსვლის, შენების, ურთიერთობების დათბობა-გამოსწორების პერიოდი. ცხვრის წელი პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხითაც ერთობ დადებით ძვრებს მოიტანს.
ინფორმაციას კი, როგორი იქნება დამდეგი წელიწადი კონკრეტულად ცალკეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, სტატიაში გაეცნობით:
ვერძი
2015 წელს ვერძის მმართველი პლანეტა მარსის დადებითი კომბინაციები ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, ბევრი ვერძის ცხოვრებაში წარსულის პრობლემები სამუდამოდ მოგვარდება. მთავარი ამ კუთხით ისაა, რომ ვერძმა ის შეცდომები არ გაიმეოროს, რომელმაც წინა წელს ფინანსური და პროფესიული პრობლემების წინაშე დააყენა. სასურველია, მაქსიმალური ობიექტურობით შეაფასოთ საკუთარი ძალები და მხოლოდ ისეთ საქმეებს შეეჭიდოთ, რომელთა განხორციელებაზეც დარწმუნებული ხართ, რომ ძალა გეყოფათ.
კურო
ცხვრის წელს კუროების ცხოვრებაში გარკვეული რისკის და პრინციპული ქმედებების აუცილებლობა მოაქვს. თუმცა, სასურველია, გაზაფხულის პერიოდში თავი შეიკავოთ კარდინალური ცვლილებებისგან, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საცხოვრებლის ან სამსახურის ცვლილებას. ზაფხულიდან გაცილებით უკეთესი პერიოდი დგება ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, შემოდგომაზე კი შანსები გაჩნდება მნიშვნელოვანი პროფესიული წინსვლისთვის.
ტყუპი
დამდეგი ცხვრის წელი ტყუპების უმეტესობას მოუტანს აუცილებლობას, ბევრი რამის მიმართ შეცვალონ დამოკიდებულება - იქნება ეს პროფესიული სფერო, თუ პირადი ცხოვრება. ახლებურ მიდგომას მათთვის მნიშვნელოვანი ძვრების მოტანა შეუძლია. წლის მეორე ნახევარში შესაძლოა გაურკვეველმა სიტუაციებმა და რთულად გადასაწყვეტმა პრობლემებმა დაგახვიონ თავბრუ. ასეთ დროს აუცილებელია, რჩევა თქვენზე ასაკით უფროს მეგობარს ან გამოცდილების მქონე კოლეგებს ჰკითხოთ. ასე გაცილებით გაგიმარტივდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
კირჩხიბი
ცხვრის წელიწადი კირჩხიბთა უმრავლესობას საკმაოდ მშვიდ და სტაბილურ პერიოდს ჰპირდება. მთვარე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, ემთხვევა ე.წ. ინურ (ქალურ) ენერგეტიკას, რომელიც ცხვრის წელს შეესაბამება. ამ წელს თქვენი ინტუიცია არაჩვეულებრივად მუშაობს, ძვირფასო კირჩხიბებო, რის ხარჯზეც არაერთ რთულ სიტუაციას აირიდებთ თავიდან. მოიმატებს გამბედაობაც, შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში (კერძოდ, ივნის-ივლისის პერიოდში) კარიერულ წინსვლასაც უნდა ელოდოთ.
ლომი
ლომების უმრავლესობისთვის 2015 წელს სიმსუბუქე, ფლირტისა და გართობის მოთხოვნილება მოაქვს. დიახაც, გასულ წელთან შედარებით, რომელიც ერთობ რთული იყო ლომისთვის, მან ეს "ზურგის ქარი" ნამდვილად დაიმსახურა. ბევრი ლომის ცხოვრებაში 2015 წელი ახალ რომანტიკულ თავგადასავლებს მოიტანს. წლის მეორე ნახევრიდან კი სამსახურებრივ სფეროში გაცილებით მარტივი გზებით და უმტკივნეულოდ მოხერხდება ფინანსურ/ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება. გარშემომყოფები მზად იქნებიან, თქვენი გასაკეთებელი საქმეები აიღონ თავზე.
ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველი ნახევარი ქალწულთა უმრავლესობისთვის გარკვეული ხლაფორთებითა და ბიუროკრატიული სირთულეებით დაიწყება, უკვე ზაფხულიდან სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს დასტაბილურებას. უფრო მეტიც, ზაფხულიდან შესაძლებელი გახდება რაიმე სახის, საკმაოდ სოლიდური შენაძენის გაკეთება (ბინა, მანქანა, აგარაკი) ან სერიოზული ფინანსური გარიგებების წარმოება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მარტომ უნდა აწარმოოთ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.