მართალია, ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა, ამიტომ ის, თუ კონკრეტულად როგორ გაართმევს თავს ესა თუ ის ინდივიდი მეუღლის მოვალეობას, დიდწილად არის დამოკიდებული მის პირად ასტროლოგიურ რუკაზე.
თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა - რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ვხვდებით იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ პოტენციურ მეუღლეებს.
კურო - ქალი კურო გასაოცარი სულის სიძლიერით და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ამ მშვიდ, აუღელვებელ და ცოტათი ინერტულ მანდილოსანს არანაირად არ გააჩნია პრინციპული ხასიათი და ცხოვრებაში კონკრეტული პრიორიტეტები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით.
კურო მშვიდი არსებაა, თავს არასოდეს აბეზრებს არავის ხმამაღალი ლოზუნგებით. ამიტომ ცოლის როლშიც იმავე პოლიტიკას მიმართავს. ოჯახს ყოველთვის სერიოზული განსჯისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ქმნის; სამაგიეროდ, ვისაც აირჩევს, მას ბოლომდე უერთგულებს.
შეუძლია, ნებისმიერი განსაცდელის დროს დაუდგეს ქმარს გვერდში, როგორც თანასწორი და გაამხნევოს იგი სულიერად. ასეთი ქალი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი განძია, იმიტომ, რომ მას გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და პრინციპები, რომლებსაც მარტივად არასოდეს შეცვლის. შესაბამისად, ოჯახის და ქმრის მიმართ მისი ერთგულება ჭეშმარიტად იმსახურებს აღფრთოვანებას.
კირჩხიბი - მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავის სრულად მიძღვნა შეუძლია ოჯახისთვის. ქალი კირჩხიბი გასაოცარი თავგანწირვით გამოირჩევა, თუკი საქმე ოჯახს და ოჯახის ინტერესებს შეეხება. მას შეუძლია მეუღლეს ძალიან ბევრი შეცდომა აპატიოს, გაუგოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მეასიათასეჯერ.
მართალია, ცოტა ბუტია და ფხუკიანია დროდადრო, მაგრამ ამის კომპენსირებას მოსიყვარულე ხასიათით და გასაოცარი კულინარიული ოსტატობით ახერხებს. იგი უზომოდ მზრუნველია, როგორც დედა. შესაბამისად, ბავშვებსა და ოჯახზე წინ არასოდეს დააყენებს კარიერას და პროფესიულ მიღწევებს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge