როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, გამდიდრებისა და დიდი ფულის შოვნის შანსს, ყოველთვის როდი განაპირობებს ის თუ რამდენად შრომისმოყვარე, ეკონომიური მხარჯველი ან კომერციული ნიჭის მქონეა ესა თუ ის ინდივიდი.
ძალზე ხშირად ბევრს უბრალოდ უმართლებს, ხვდება საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აქვს ბედნიერება აკეთოს საქმე, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. იმის კეთება კი რისი კეთაბაც გიყვართ, ადრე თუ გვიან ყოველთვის იძლევა მატერიალურ შემოსავლებს. სიმდიდრე, რომლის შესახებაც ადამიანების 98% ოცნებობს, ხშირად ვიღაცისთვის უბედურებისა და სირთულეების მიზეზიც შეიძლება გახდეს ცხოვრებაში.
იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ადამიანში სულიერების დონე, განისაზღვრება მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. ამიტომაც ხდება რომ ზოგს, დიდი ფული უბრალოდ "აფუჭებს" და დეგრადაციის გზაზე დადგომას აიძულებს, ისე რომ ხშირად თავადაც ვერ გაუცნობიერებია ეს. აქედან გამომდინარე სამყარო კანონზიმიერია და შესაბამისად, ყველას როდი აძლევს შანსს მატერიალური კუთხით მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, ზოგიერთისთვის სიმდიდრე და დეგრადაცია შესაძლოა სინონიმებად იქცეს ცხოვრებაში.
მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ასტროლოგი აწარმოებს პირად პრაქტიკას და დაკვირვებას იმაზე, მაინც რა ნიშნით არიან შერჩეული ის ადამიანები კოსმოსის მიერ, ვისაც ეძლევა შანსი დიდი ფული გამოიმუშაოს. როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში ერთობ მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვენებ ვერძები და ტყუპი. როგორც ცნობილია, ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიური დამოკიდბულებით გამოირჩევა ფულთან მიმართებაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური, დინამიური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.
იხილეთ სრულად: astrologi.ge